From Wikipedia, the free encyclopedia
„Stairway to Heaven“ (ინგლ. კიბე ზეცისაკენ) — ინგლისურ როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის სიმღერა. იგი დაწერილია გიტარისტ ჯიმი პეიჯის და ვოკალისტ რობერტ პლანტის მიერ. სიმღერა შესულია ჯგუფის მეოთხე სტუდიურ ალბომში (Led Zeppelin IV).
„Stairway to Heaven“ | |
---|---|
სიმღერა — ლედ ზეპელინი | |
ალბომიდან Led Zeppelin IV | |
ენა | ინგლისური |
გამოსვლის თარიღი | 8 ნოემბერი 1971 |
ჩაიწერა | დეკემბერი 1970 – მარტი 1971 |
ჟანრი | მძიმე როკი |
ხანგრძლივობა | 8:02 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Atlantic |
ავტორ(ებ)ი |
ჯიმი პეიჯი რობერტ პლანტი |
პროდიუსერი | ჯიმი პეიჯი |
აუდიომაგალითი | |
სიმღერის სამი სექციის ნაწყვეტები
|
ეს კომპოზიცია, რომელიც რვა წუთს გრძელდება, შედგება რამდენიმე ნაწილისგან. იგი იწყება აკუსტიკურ გიტარაზე ნელი დაკვრით, რომელიც ხალხური მუსიკის ელემენტებს შეიცავს. სიმღერის განვითარებასთან ერთად იგი მძიმე, უფრო მძიმე როკისათვის დამახასიათებელ ჟღერადობას იძენს, ინსტრუმენტული იმპროვიზაციის თანხლებით.
ბევრ მსმენელს დღემდე მიაჩნია, რომ სიმღერას უკუღმა დატრიალებისას და ასეთი სახით მისი მოსმენისას, მასში შესაძლოა სატანის შესახებ დაფარული გზავნილების აღმოჩენა. ამან თავის დროზე დიდი, მაგრამ უშედეგო სკანდალი ააგორა.
სიმღერამ VH1-ის 2000 წლის გამოკითხვაში ყველა დროის 100 უდიდესი როკ-სიმღერა #1 ადგილი დაიკავა. 1970-იან წლებში ეს იყო ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა ამერიკულ FM რადიოსადგურებში.
წლების მანძილზე ბევრი დარწმუნებული იყო, რომ „Stairway to Heaven“ ჰგავს „Taurus“-ს, ჯგუფ Spirit-ის 1968 წლის ინსტრუმენტულ კომპოზიციას. ეჭვი კიდევ უფრო გამყარებული იყო იმის გამო, რომ ლედ ზეპელინი Spirit-ის კონცერტებს ერთ-ერთი პირველი ამერიკული ტურნესს დროს ხსნიდა — როდესაც „Taurus“ უკვე დაწერილი იყო. Spirit-ის სადებიუტო ალბომის 1996 წლის გამოცემას ახლავს სიმღერების ავტორ რენდი კალიფორნიას ანოტაცია:
ხალხი მეკითხება, თუ რატომ ჰგავს „Stairway to Heaven“ ასე „Taurus“-ს, რომელიც გამოვიდა მანამდე ორი წლით ადრე. მე ვიცი, რომ ლედ ზეპელინი საკუთარ კონცერტებზე „Fresh Garbage“-ს ასრულებდა. ისინი ჩვენამდე ჩრდილო ამერიკის ტურნეში გამოდიოდნენ.[1][2][3]
1972 წლის 7" სინგლი (ფილიპინები: Atlantic 45-3747)
1972 წლის 7" პრომო (აშშ: Atlantic PR 175 [სურათიანი ყდა])
1972 წლის 7" პრომო (აშშ: Atlantic PR-269)
1972 წლის 7" პრომო (სამხრეთ აფრიკა: Atlantic Teal)
1978 წლის 12" სინგლი (ბრაზილია: WEA 6WP.2003)
1990 წლის 7" პრომო (ბრიტანეთი: Atlantic LZ3)
1991 წლის საიუბილეო გამოცემა (აშშ: Atlantic PRCD 4424-2, იაპონია: Warner Pioneer PRCD 4424-2)
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.