From Wikipedia, the free encyclopedia
Spotify — ხმოვანი ჩანაწერების შვედური სტრიმინგსერვისი, რომელიც მუსიკის, აუდიოწიგნებისა და პოდკასტების მოწყობილობაში ჩამოტვირთვის გარეშე მოსმენის საშუალებას იძლევა. დაარსდა 2006 წლის 23 აპრილს დანიელ ეკის და მარტინ ლორენცონის მიერ. 2021 წლის მდგომარეობით, 300 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებლით, Spotify მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე პოპულარული აუდიო სტრიმინგ პლატფორმაა. იგი იკავებს გლობალური აუდიო სერვისის 36%-ზე მეტს და ხელმისაწვდომია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის უმეტეს ქვეყანაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, ავსტრალიასა და ოკეანეთში. 2021 წლის 24 თებერვალს სერვისი ოფიციალურად ამოქმედდა საქართველოში.[2]
Spotify | |
---|---|
საიტი | https://open.spotify.com |
სლოგანი | „მუსიკა ყველასთვის“ |
საიტის ტიპი | საჯარო |
რეგისტრაცია | აუცილებელია |
ხელმისაწვდომი ენა | 74-მდე |
მომხმარებელი | 574 მილიონზე მეტი (2023 წლის სექტემბრის მონაცემებით) |
დამფუძნებელი | დანიელ ეკი და მარტინ ლორენცონი |
მფლობელი | დანიელ ეკი და მარტინ ლორენცონი |
გაეშვა | 7 ოქტომბერი, 2008 |
შემოსავალი | 13 მილიარდი დოლარი (2023 წლის მონაცემებით) [1] |
2020 წლის 15 ივლისს სერვისი ამუშავდა რუსეთშიც, თუმცა, უკრაინაში შეჭრის გამო, 2022 წლის 6 მარტს Spotify-მ რუსეთში პრემიუმპაკეტის მიღების შესაძლებლობა შეზღუდა,[3] 2022 წლის 11 აპრილს კი საერთოდ შეაჩერა ოპერაციები.[4]
პლატფორმის პრემიუმპაკეტის საფასური თითო მომხმარებელზე ყოველთვიურად 4,99 დოლარია. არსებობს სხვა პოპულარული პაკეტებიც: დუო ($6,49), საოჯახო ($7,99), სტუდენტური ($2,49).[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.