From Wikipedia, the free encyclopedia
Resident Evil Gaiden, იაპონიაში ცნობილია, როგორც Biohazard Gaiden (იაპონ. バイオハザード外伝?) — მოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა Capcom-მა კომპანია M4-თან თანამშრომლობით,[2] პლატფორმა Game Boy Color-ისთვის. იაპონიაში გამოვიდა 2001 წლის 14 დეკემბერს, ჩრდილოეთ ამერიკაში 2002 წლის 29 მარტს, ხოლო PAL-რეგიონისთვის — იმავე წლის 3 ივნისს.
Resident Evil Gaiden | |
---|---|
ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემის გარეკანის ფოტო | |
დეველოპერ(ებ)ი | Capcom |
გამომცემელი |
|
სერია | Resident Evil |
პლატფორმ(ებ)ი | Game Boy Color |
გამოსვლის თარიღი |
PAL 14 დეკემბერი, 2001 იაპ 29 მარტი, 2002[1] ჩრდ.ამ. 3 ივნისი, 2002 |
ჟანრ(ებ)ი | მოქმედებითი-სათავგადასავლო |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
დიზაინერ(ებ)ი |
ტიმ ჰალი ჰიროკი კატო |
პროგრამისტ(ებ)ი | კიერონ ვილერი |
მხატვარი | სტეფან ბარნეტი |
სცენარისტი | ჰიროკი კატო |
კომპოზიტორი | შაჰიდ აჰმადი |
თამაშში წარმოდგენილია სამი მოთამაშე პერსონაჟი: ლეონ სკოტ კენედი, ბარი ბერტონი, ლუსია და მოიცავს ტერიტორიების გამოკვლევას, ნივთების შეგროვებას და მოწინააღმდეგეების, ზომბებისა და სხვადასსხვა სახის მონსტრების განადგურებას.[3] „Resident Evil“-ის სერიის სხვა თამაშებისგან განსხვავებით, Gaiden არის ზემოდან-ქვემოთ პერსპექტივით, რაც გულისხმობს იმას, რომ, პერსონაჟის მოძრაობისას ვირტუალური კამერა თამაშს დაჰყურებს ზემოდან, ხოლო როდესაც ის უახლოვდება მტერს ვირტუალური კამერა გადადის პირველი პირის ხედვის რეჟიმში და ამ ვითარებაში უწევს მოთამაშეს ბრძოლა მტრის წინააღმდეგ.
მოქმედება ვითარდება 2000 წელს, კორპორაცია „Umbrella“-ს საზღვაო ლაინერზე „Starlight“. მასზე განთავსებულია საიდუმლო ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობდა „T“ ტიპის ვირუსზე მუშაობა. ავარიის შედეგად ხომალდის ყველა წევრი დაინფიცირდა და გადაიქცა მუტანტად. მთავარ გმირებს, ლეონ კენედის და და ბარი ბერტონს, აშშ-ს მთავრობისგან დავალებული აქვთ ხომალდზე მოხვედრა და საქმის გამოძიება.
„Gaiden“-ს წილად ჰხვდა უარყოფითი შეფასებები სათამაშო პრესისგან. მათ ძირითადად გააკრიტიკეს გრაფიკა,[4] თუმცა შეაქეს ბრძოლის სისტემა.[4] ჟურნალმა “Retro Gamer“ თამაში შეიყვანა Game Boy Color-ის ათი საუკეთესო თამაშის სიაში.[5] საერთო განხილვების საიტ GameRankings-ზე ფლობს 56.46%-ს.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.