From Wikipedia, the free encyclopedia
Profiles — ნიკ მეისონის და რიკ ფენის, ჯგუფ 10cc-ის გიტარისტი ერთობლივი ალბომი, რომელიც გამოვიდა აშშ და ბრიტანეთში 1985 წელს. ალბომი შედგება ინსტრუმენტული ნომრებისგან, გარდა ორისა - „Lie for a Lie“ (ვოკალი: დევიდ გილმორი, მეგი რაილი) და „Israel“ (ვოკალი: დენი პეირონელი, ჯგუფი UFO).
Profiles | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 29 ივლისი, 1985 | |||
ჩაიწერა | 1985, სტუდია Britannia Row | |||
ჟანრი |
პროგრესული როკი ინსტრუმენტული როკი | |||
ხანგრძლივობა | 44:10 | |||
ლეიბლი | Harvest Records (ბრიტანეთი), Columbia Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | რიკ ფენი, ნიკ მეისონი | |||
ნიკ მეისონი — ქრონოლოგია | ||||
|
1985 წელს პრესაში გაიჟღერა მინიშნებებმა იმაზე, რომ თითქოს პინკ ფლოიდი აპირებდა როჯერ უოტერსის გარეშე აღდგენას. ამასობაში ნიკ მეისონმა ჩაწერა კიდევ ერთი ერთობლივი დისკი - ამჯერად ჯგუფის 10cc მუსიკოს რიკ ფენთან ერთად (რომელიც ასევე მაიკ ოლდფილდის პროექტებში მონაწილეობდა. გარდა ალბომზე მუშაობისა, მათ ჩამოაყალიბეს კომპანია Bamboo Music, რომელიც მუშაობდა სარეკლამო რგოლების მუსიკალურ გაფორმებაზე.
Profiles-ის ჩასაწერად ძირითად ბიძგს წარმოადგენდა კომპანიებთან EMI და CBS გაფორმებული კონტრაქტი, რომლის მიხედვით ნებისმიერი სოლო-ალბომის ჩასაწერად ყოველგვარი დამატებითი განხილვების გარეშე იქნება გამოყოფილი აუცილებელი თანხა. ამრიგად, დისკი ჩაწერილი იქნა სტუდიაში Britannia Row - როგორც ნიკ გრიფითსი, ალბომის ხმის ინჟინერი იხსენებდა, სულ მცირე თანხით.
ალბომის ჩაწერის დროს სტუდიაში მიიწვიეს დევიდ გილმორი. ის და მეგი რაილი მღერიან სიმღერაში Lie for a Lie. ჟურნალისტი ენდი მებეტი ამით ძალიან კმაყოფილი ჩანდა - მისი თქმით, პინკ ფლოიდის უკანასკნელ ალბომებზე შეიმჩნეოდა დევიდის ვოკალის ნაკლებობა.
ალბომზე თითქმის ყველა კომპოზიცია არის ინსტრუმენტული. გრიფითსი თვლიდა, რომ „ეს არის მეტად მსუბუქი ჩანაწერი, რომელიც არაფერს აკეთებს - იწყება, ტრიალებს და მთავრდება“.
კონცერტები ამ ალბომის სიმღერებით არ გამართულა. სინგლის სახით გამოცემულ „Lie For A Lie“-ს პრომო-ვიდეოში მონაწილეობენ ფენი, მეისონი, გილმორი და რაილი.
ალბომი აშშ-ის ჩარტში 154-ე პოზიციაზე მოხვდა, თავის წინამორბედთან, Nick Mason's Fictitious Sports შედარებით, რომელიც 170-ე ადგილს დასჯერდა.
ალბომის გარეკანის ავტორია ჯერემი პემბერტონი, ფოტოსურათების - კლაივ ეროუსმითი. კაცუნა, გამოსახული გარეკანზე, ასევე სინგლის „Lie For A Lie“ ორ სხვადასხვა გამოცემაზეა წარმოდგენილი და ამავე სიმღერის პრომო-ვიდეოში. უკანა გარეკანზე გამოსახულები არიან მეისონი და ფენი. რბილ კონვერტზე, რომელშიც ფირფიტაა მოთავსებული, წარმოდგენილია მუსიკოსების ფოტოსურათები და ორი სიმღერის, „Lie For A Lie“ და „Israel“ ტექსტები.
„რიკთან მუშაობა ნამდვილად მომეწონა. ვფიქრობ, სასარგებლო და მნიშვნელოვანია შეცვალო ხალხი, რომელთანაც მუშაობ. სხვა მხრივ კი გარკვეულ თარგებში ექცევი. ანუ: როჯერი ამას დაუკრავს, დევიდი იმას და...შენ კი, ნიკ, შეგიძლია ამასობაში ჩაი დალიო. (ნიკ მეისონი)“ |
„Fictitious Sports უფრო სავარჯიშო იყო. Profiles-ში უფრო მეტი ხანგრძლივობაა...საკმაოდ ძლიერია, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს „ნამდვილ“ ალბომად. (ნიკ მეისონი)“ |
ალბომის პრომო-სინგლის სახით გამოვიდა Lie for a Lie[2]. ასევე გადაღებული იქნა მისი მუსიკალური ვიდეო, დევიდ გილმორის მონაწილეობით.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.