From Wikipedia, the free encyclopedia
Philips CD-i — (Compact Disc Interactive-ის აბრევიატურა) — მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Philips-ის მიერ 1991 წელს. დეველოპერების მიზანი იყო შეექმნათ ისეთი სისტემა, რომელიც უფრო ფუნქციონალური იქნებოდა ვიდრე CD დამკვრელი და სათამაშო კონსოლი და ფასით პერსონალურ კომპიუტერზე ნაკლები იქნებოდა. ხარჯების ეკონომიის გამო, მას არ გააჩნდა ფლოპი დისკის მიმღები მოწყობილობა, კლავიატურა, მაუსი და მონიტორი (უერთდებოდა სტანდარტულ ტელევიზორს), გამოიყენებდა ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებასა და სუსტ აპარატულ უზრუნველყოფას. მასში განთავსებული იყო Philips SCC680700-ის ცენტრალური პროცესორი 15.5 მჰც ტაქტური სიხშირით, 1 მბ[4] ოპერატიული მეხსიერება და Philips SCC66470-ის გრაფიკული ჩიპი.[4]
Philips CD-i | |
---|---|
Philips CD-i 220 და კონტროლერი | |
მწარმოებელი | Philips, Sony, Magnavox |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ჩრდ.ამ. 3 დეკემბერი, 1991 ევრ 1992 |
საცალო გაყიდვაში | 1991–1998 |
შეწყდა | 1998[1] |
გაიყიდა | 1 მილიონი[2][3] |
მედია | CD-i, Audio CD, CD+G, კარაოკე CD, Video CD |
ოპერაციული სისტემა | CD-RTOS |
პროცესორი | Philips SCC68070 @ 15.5 მჰც |
მეხსიერება | 1 მბ RAM |
მონიტორი | 384×280-დან 768×560-მდე |
გრაფიკა | Philips SCC66470 |
ხმა | MCD 221, ADPCM-ის ხმის რვა არხი[4] |
ონლაინ სერვისები | CD-Online |
წინა | Philips Videopac + G7400 |
გარდა თამაშებისა, გამოდიოდა საგანმანათლებლო და მულტიმედიური კონტენტები, როგორებიც არის ინტერაქტიული ენციკლოპედიები და მუზეუმების ტურები, რომლებიც პოპულარული იყო ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამდე. CD-i, აგრეთვე ითვლება ერთ-ერთ ადრეულ სისტემად, რომელმაც კონსოლში დანერგა ინტერნეტ მახასიათებლები, მათ შორის ვებ გვერდების დათვალიერება, გადმოტვირთვა, ელექტრონული ფოსტა და ონლაინ თამაშები, რომელთა განხორციელება შესაძლებელი იყო 1996 წელს გამოსული Philips-ის დამატებითი მოდემის საშუალებით, რომლის ფასი 150 აშშ დოლარს შეადგენდა.[5] მოგვიანებით Philips-მა გამოუშვა კონსოლის რამდენიმე განახლებული ვერსია: CD-i 200 სერია, CD-i 300 სერია, CD-i 400 სერია, CD-i 400 სერია.
კონსოლზე მუშაობა დაიწყო 1984 წელს და დაანონსდა 1986 წელს.[6] Philips CD-i გამოვიდა 1991 წელს. მისი თავდაპირველი ფასი იყო 700 აშშ დოლარი[7] და შეეძლო Audio CD, CD+G (CD+Graphics), Karaoke CD, Photo CD და Video CD (VCD) ფორმატების წაკითხვა. კონსოლი უარყოფითად მიიღეს კრიტიკოსებმა, ჟურნალმა „PC World“ სიაში „10 ყველაზე ცუდი სათამაშო სისტემა“ მას მეხუთე ადგილი მიუჩინა.[8] ის აგრეთვე შეყვანილი იქნა სხვადასხვა სიებში სხვადასხვა გამომცემლების მიერ.[9][10][11] CD-i მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა კონსოლის 1 მილიონი ასლი[2] და დიდი ზარალი მიაყენა Philips-ს. სისტემის წარმოება შეწყდა 1998 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.