Nikon
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
Nikon Corporation ან უბრალოდ Nikon — იაპონური ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ოპტიკასა და ფოტოგრაფიაზე. სათავო ოფისი ტოკიოში მდებარეობს. მის პროდუქციას შორისაა კამერები, კამერის ლინზები, დურბინდები, მიკროსკოპები, ოფთალმოლოგიური ლინზები, საზომი ინსტრუმენტები, ფოტოლითოგრაფიაში გამოყენებადი სტეპერები, რომლის წარმობაშიც ნიკონი მეორე უმსხვილესია მსოფლიოში.[2] კომპანიას ფლობს Nikon Group-ი.[3] კამერებისა და ლინზების სხვა მწარმოებლებიდან ნიკონის მთავარი კონკურენტები არიან: Canon, Casio, Kodak, Sony, Pentax, Panasonic, Fujifilm და Olympus.
ტიპი | სახალხო კომპანია |
---|---|
დარგი | სამომხმარებლო ელექტრონიკა |
დაფუძნდა | 25 ივლისი, 1917 |
სათავო ოფისი | ტოკიო, იაპონია |
პროდუქცია |
კამერები |
შემოსავალი | 887,5 მლრდ იაპონური იენი (2011 წელი)[1] |
თანამშრომელი | 24 409 (31 მარტი, 2011)[1] |
კომპანია დაარსდა 1917 წლის 25 ივლისს სახელით Nippon Kōgaku Kōgyō Kabushikigaisha (日本光学工業株式会社 "Japan Optical Industries Co., Ltd."). აჟამინდელი სახელი Nikon Corporation 1988 წელს ეწოდა. ნიკონი ერთ-ერთია Mitsubishi Group-ში შემავალ კომპანიათაგან.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.