NBA All Star თამაში პირველად ჩატარდა ბოსტონ გარდენში 1951 წლის 2 მარტს. მას შემდეგ ყოველ წლიურად ტარდება თამაში სადაც აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელებისგან შემდგარი გუნდი ეთამაშება დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელების გუნდს.

კალათბურთელები ამჟამად ორნაირი ხერხით ირჩევიან: პირველი მათგანია როდესაც გულშემატკივრები ირჩევენ გუნდში დამწყებ მოთამაშეებს; რაც შეეხება მეორე გზას, გუნდების რეზერვები ირჩევა მწვრთნელების ხმების მიცემით, რომელიც კონფერენციების მიხედვით ადგენენ გუნდებს.[1] ასევე მწვთნელებს არ შეუძლიათ მისცენ ხმა საკუთარ კალათბურთელს. თუ რომელიმე კალათბურთელი მიიღებს ტრავმას ამორჩევის შემდეგ, მის შემცვლელს ირჩევს კომისია.

გუნდს, რომელსაც საუკეთესო შედეგი ექნება თითოეულ კონფერენციაში 31 იანვარს, მისი მწვრთნელი ავტომატურად გადადის აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდების მწვრთნელებად,[1] შესაბამისად კონფერენციისა.

გუნდების მწვრთნელები ირჩევიან 31 იანვარს, სადაც კონფერენციაში იმ დროისთვის მყოფი გუნდის მწვრთნელი ავტომატურად იკავებს კონფერენციის ნაკრების მწვრთნელის პოსტს. მიუხედავად ამისა, მწვრთნელს არ შეუძლია ზედიზედ ორჯერ იყოს All-Star მატჩში მწვრთნელის პოსტის რანგში.[1] ამას სხვანაირად რაილის კანონი ჰქვია, როდესაც ლეიკერსის მწვრთნელი პეტ რაილი იყო 1980-იან წლებში დასახელებული დასავლეთ გუნდის მწვრთნელად, უფრო კონკრეტულად კი 1982-1990 წლებში 9 სეზონის განმავლობაში 8 სეზონს მან ითავა ეს პოზიცია.

ისტორია

ყველა-ვარსკვლავის მატჩის ჩატარების იდეა გაჩნდა NBA-ის პრეზიდენტ მაურის პოდოლოფის, NBA-ის სახალხო დირექტორ ჰასკელ კოენის და ბოსტონ სელტიქსის მფლობელ უოლტერ ბრაუნის შეხვედრაზე. იმ დროს, კალათბურთის სამყარო მხოლოდ გადართული იყო კოლეჯის კალათბურთის მსგავსად ქულის მოჭრის სკანდალზე, ხოლო ამის დასაწყნარებლად და ხალხის ლიგისადმი ინტერესის შემოტრიალების მიზნით, კოენმა ურჩია ჩაეტარებინათ მატჩი ლიგის საუკეთესო მოთამაშეებით, რომელიც ბეისბოლის მთავარი ლიგის ყველა-ვარსკვლავის მატჩის მსგავსი იქნებოდა.[2] მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი, მათ შორის პოდოლოფი ამ იდეას პესიმისტურად უყურებდნენ, ხოლო ბრაუნი კი ამაში წარმატებას ხედავდა. მან ასევე შესთავაზა, რომ ყველა ხარჯი თამაშის შემოსავალით დაფარულიყო.[3] პირველ ყველა-ვარსკვლავის მატჩში, აღმოსავლეთის გუნდმა დაამარცხა დასავლეთის გუნდი ანგარიშით 111-94. ბოსტონ სელტიქსის ედ მაკლი დასახელებული იქნა პირველი ყველა-ვარსკვლავის მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ. მატჩმა წარმატებით ჩაიარა და სულ საბოლოოდ 10 094 მაყურებლის მოზიდვა შეძლო, რაც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სეზონის საშუალო დასწრება იმ დროისთვის, რაც 3 500 იყო.[4]

All-Star მატჩთან დაკავშირებები

ხალხის ხმებით არჩევით ხდება მატჩისთვის დამწყები მოთამაშეების არჩევა, რომლებშიც შედიან 3 მოწინავე პოზიციაზე და 2 გარდის პოზიციაზე მოთამაშე ყოველი კონფერენციიდან. 2013 წლიდან ახალი ფორმატით წარდგება მატჩი, როდესაც ხალხი 2 ფორვარდს, 1 ცენტრს აირჩევს იმ 3 მოწინავე პოზიციის მოთამაშეებიდან.[5]

მატჩი ტარდება ნორმალური NBA-ის წესების მიხედვით, მაგრამ არის ასევე აღსანიშნავი განსხვავებები საშუალო მატჩიდან. მას შემდეგ რაც დამწყებ მოთამაშეებს ხალხის ხმის მიცემის მიხედვით ხდება, მოთამაშეები ზოგჯერ იწყებენ ტიპური პოზიციების მიხედვით. 2007 წელს, კობი ბრაიანტს და ტრეისი მაკგრედის ჰქონდათ 2 ყველაზე მაღალი ხმების ტოტალური რაოდენობა დასავლეთ კონფერენციის გარდის პოზიციაზე. ორივე მათგანი თამაშობს შუთინგ გარდის პოზიციაზე, ბრაიანტი რომელიც 198 სმ არის, დაიწყო თამაში როგორც პოინტ-გარდმა, რომელმაც ასევე შუთინგ გარდის პოზიციაც შეითავსა მისი გუნდისთვის.

მოთამაშეების წარდგენა თამაშისთვის ხდება აღსანიშნავი გარემოთი, რაშაც ასევე განათების ეფექტები, საცეკვაო მუსიკა და ფოიერვერკი უწყობს ხელს. სპეციალური ფორმები სპეციალურად ახლიდან იქმნება ყოველ წელს, ჩევულებრისამებრ წითელ ფორმას წითელ ფორმას დასავლეთს კონფერენციის, ხოლო ლურჯ ფორმას აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდები ხმარობენ, მაგრამ ასევე 1997-2002 წლების მატჩებში, მოთამაშეებს ჰქონდათ საშუალება სცმოდათ ის უნიფორმა, რომელსაც გუნდში ხმარობენ. 2009 წლამდე, კონფერენციის ფორმების ფერები იყო შედარებით ღია ფერის. მოთამაშეებს, რომლებიც ერთი და იგივე ნომრებს იყენებდნენ, ჰქონდათ საშუალება შეენარჩუნებინათ ან გაეცვალათ სხვა ნომერში (მაგ: პატრიკ იუინგის ცნობილი #33 მაგივრად ეცვა #3, რადგან იმ დროს ლარი ბირდი თამაშობდა იგივე ნომრით), მაგრამ 1997 წლიდან მოყოლებული, მოთამაშეებს რომლებიც ერთ გუნდში თამაშობენ, შეუძლიათ შეინარჩუნ ნომერი, თუნდაც მის თანაგუნდელს იგივე ჰქონდეს. მთავარი სიმღერები, რომელიც ტიპურად სრულდება არის „ო კანადა“ და „ვარსკვლავებით მოჭედილი დროშა“.

თამაშის მიმდინარეობის პროცესში, მოთამაშეები ცდილობენ ბრწყინვალე ჩატენვებით და ალეი-უპსით გაალამაზონ მატჩი. დაცვითი მხარეები მეტწილად შეზღუდულია და შესაბამისად მატჩის ბოლოს ანგარიში ძალიან მაღალია რეგულარული მატჩისგან განსხვავებით. მწვრთნელები ასევე ცდილობენ გამოიყენონ როტაცია და სათამაშო დრო მისცენ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მატჩს სკამზე ხვდებიან. მეოთხე მეოთხედში კი თამაში უფრო მეტად წარმატებულად სანახაობრივია, ვიდრე დანარჩენი პერიოდი, მით უმეტეს, თუ ანგარიში თანაბარია.

ნახევარი ტაიმის დამთავრების შემდეგ შესვენება ასევე გაცილებით დიდ ხნიანია, ვიდრე ტიპური NBA-ის მატჩში, რომლის დროსაც პოპულარული არტისტები გამოდიან. უახლოეს სტუმრებში მოწვეულები იქნებიან ისეთი მომღერლები, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, ბიონსე, მერაია კერი, აუთქასტი, ალიშა კისი, შაკირა, ჯონ ლეგენდი, რიანა, ნიკი მინაჯი და კრისტინა აგილერა.

თამაშების შედეგები

აღმოსავლეთ (East) კონფერენცია ლიდერობს დასავლეთზე (WEST) სერიებს ანგარიშით 36-25.

მეტი ინფორმაცია წელი, შედეგი ...
წელიშედეგიმასპინძელი არენამასპინძელი ქალაქითამაშის MVP
1951East 111, West 94ბოსტონ გარდენიბოსტონი, მასაჩუსეტსიედ მაკელი, (ბოსტონ სელტიქსი)
1952East 108, West 91ბოსტონ გარდენი (2)ბოსტონი, მასაჩუსეტსი (2)პოლ არიზინი, (ფილადელფია უორიორსი)
1953West 79, East 75Allen County War Memorial Coliseumფორტ უეინი, ინდიანაჯორჯ მიკანი, (მინეაპოლის ლეიკერსი)
1954East 98, West 93 (OT)მედისონ სკვერ გარდენინიუ-იორკი, ნიუ-იორკიბობ ქასი, (ბოსტონ სელტიქსი)
1955East 100, West 91მედისონ სკვერ გარდენი (2)ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი (2)ბილ შერმენი, (ბოსტონ სელტიქსი)
1956West 108, East 94Rochester War Memorial Coliseumროჩესტერი, ნიუ-იორკიბობ პეტი, (სენტ-ლუის ჰოუქსი)
1957East 109, West 97ბოსტონ გარდენი (3)ბოსტონი, მასაჩუსეტსი (3)ბობ ქასი (2), (ბოსტონ სელტიქსი)
1958East 130, West 118სენტ-ლუის არენასენტ-ლუისი, მისურიბობ პეტი (2), (სენტ-ლუის ჰოუქსი)
1959West 124, East 108Olympia Stadiumდეტროიტი, მიჩიგანიელჯინ ბეილორი, (მინეაპოლის ლეიკერსი); ბობ პეტი (3), (სენტ-ლუის ჰოუქსი)
1960East 125, West 115Convention Hallფილადელფია, პენსილვანიაუილტ ჩემბერლენი, (ფილადელფია უორიორსი)
1961West 153, East 131War Memorial at Oncenterსირაკუსი, ნიუ-იორკიოსკარ რობერტსონი, ცინცინატი როიალზი
1962West 150, East 130St. Louis Arena (2)სენტ-ლუისი, მისური (2)ბობ პეტი (4), (სენტ-ლუის ჰოუქსი)
1963East 115, West 108LA Sports Arenaლოს-ანჯელესი, კალიფორნიაბილ რასელი, (ბოსტონ სელტიქსი)
1964East 111, West 107ბოსტონ გარდენი (4)ბოსტონი, მასაჩუსეტსი (4)ოსკარ რობერტსონი (2), ცინცინატი როიალზი
1965East 124, West 123St. Louis Arena (3)სენტ-ლუისი, მისური (3)ჯერი ლუკასი, ცინცინატი როიალზი
1966East 137, West 94Cincinnati Gardensცინცინატი, ოჰაიოადრიან სმიტი, ცინცინატი როიალზი
1967West 135, East 120Cow Palaceკალიფორნიარიკი ბერი, (ფილადელფია უორიორსი)
1968East 144, West 124მედისონ სკვერ გარდენი (3)ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი (3)ჰელ გრისი, (ფილადელფია სიქსერსი)
1969East 123, West 112Baltimore Civic Centerბალტიმორი, მერილენდიოსკარ რობერტსონი (3), ცინცინატი როიალზი
1970East 142, West 135The Spectrumფილადელფია, პენსილვანია (2)უილის რიდი, (ნიუ-იორკ ნიქსი)
1971West 108, East 107San Diego Sports Arenaსან-დიეგო, კალიფორნიალენი უილკენსი, სიეტლ სუპერსონიქსი
1972West 112, East 110The Forumინგლვუდი, კალიფორნიაჯერი ვესტი, (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
1973East 104, West 84Chicago Stadiumჩიკაგო, ილინოისიდეივ ქოვენსი, (ბოსტონ სელტიქსი)
1974West 134, East 123Seattle Center Coliseumსიეტლი, ვაშინგტონიბობ ლენიერი, (დეტროიტ პისტონსი)
1975East 108, West 102Veterans Memorial Coliseumფინიქსი, არიზონაუოლტ ფრეზიერი, (ნიუ-იორკ ნიქსი)
1976East 123, West 109The Spectrum (2)ფილადელფია, პენსილვანია (3)დეივ ბინგი, (ვაშინგტონ ბულეტსი)
1977West 125, East 124Milwaukee Arenaმილუოკი, უისკონსინიიულიუს ირვინგი, (ფილადელფია სიქსერსი)
1978East 133, West 125Omni Coliseumატლანტა, ჯორჯიარენდი სმიტი, (ბუფალო ბრეივზი)
1979West 134, East 129Pontiac Silverdomeპონტიაკი, უისკონსინიდევიდ თომფსონი, (დენვერ ნაგეტსი)
1980East 144, West 136 (OT)Capital Centreლენდოვერი, მერილენდიჯორჯ ჯერვინი, (სან-ანტონიო სპურსი)
1981East 123, West 120Coliseum at Richfieldრიჩფილდი, ოჰაიონეით არჩიბალდი, (ბოსტონ სელტიქსი)
1982East 120, West 118Brendan Byrne Arenaრუტერფორდი, ნიუ-ჯერსილარი ბირდი, (ბოსტონ სელტიქსი)
1983East 132, West 123The Forum (2)ინგლვუდი, კალიფორნია CA (2)იულიუს ირვინგი (2), (ფილადელფია სიქსერსი)
1984East 154, West 145 (OT)McNichols Sports Arenaდენვერი, კოლორადოისაია თომასი, (დეტროიტ პისტონსი)
1985West 140, East 129Hoosier Domeინდიანაპოლისი, ინდიანარალფ სემფსონი, (ჰიუსტონ როკეტსი)
1986East 139, West 132Reunion Arenaდალასი, ტეხასიისაია თომასი (2), (დეტროიტ პისტონსი)
1987West 154, East 149 (OT)Kingdomeსიეტლი, ვაშინგტონი† (2)ტომ ჩემბერსი, სიეტლ სუპერსონიქსი
1988East 138, West 133Chicago Stadium (2)ჩიკაგო, ილინოისი (2)მაიკლ ჯორდანი, (ჩიკაგო ბულზი)
1989West 143, East 134Astrodomeჰიუსტონი, ტეხასიკარლ მელოუნი, (იუტა ჯაზი)
1990East 130, West 113Miami Arenaმაიამი, ფლორიდამეჯიკ ჯონსონი, (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
1991East 116, West 114Charlotte Coliseumშარლოტი, ჩრდილოეთ კაროლინაჩარლზ ბარქლი, (ფილადელფია სიქსერსი)
1992West 153, East 113Orlando Arenaორლანდო, ფლორიდამეჯიკ ჯონსონი (2), (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
1993West 135, East 132 (OT)Delta Centerსოლტ-ლეიკ-სიტი, იუტაკარლ მელოუნი (2), (იუტა ჯაზი); ჯონ სტოკთონი, (იუტა ჯაზი)
1994East 127, West 118თარგეთ ცენტრიმინეაპოლისი, მინესოტასკოტი პიპენი, (ჩიკაგო ბულზი)
1995West 139, East 112America West Arenaფინიქსი, არიზონა (2)მიჩ რიჩმონდი, (საკრამენტო კინგსი)
1996East 129, West 118Alamodomeსან-ანტონიო, ტეხასიმაიკლ ჯორდანი (2), (ჩიკაგო ბულზი)
1997East 132, West 120Gund Arenaკლივლენდი, ოჰაიოგლენ რაისი, (შარლოტ ჰორნეტსი)
1998East 135, West 114მედისონ სკვერ გარდენი (4)ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი (4)მაიკლ ჯორდანი (3), (ჩიკაგო ბულზი)
1999გაუქმდა 1998-1999 წლის "ლოკაუტის" გამო
თამაშის ჩატარება დაგეგმილი იყო First Union Center-ში, ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში [6]
2000West 137, East 126The Arena in Oaklandოკლენდი, კალიფორნიატიმ დანკანი, (სან-ანტონიო სპურსი); შაკილ ონილი, (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
2001East 111, West 110MCI Centerვაშინგტონიალენ აივერსონი, (ფილადელფია სიქსერსი)
2002West 135, East 120First Union Centerფილადელფია, პენსილვანია (4)კობი ბრაიანტი, (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
2003West 155, East 145 (2OT)ფილიფს არენაატლანტა, ჯორჯია (2)კევინ გარნეტი, (მინესოტა ტიმბერვულვზი)
2004West 136, East 132სტეიფლზ ცენტრილოს-ანჯელესი, კალიფორნია (2)შაკილ ონილი (2), (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
2005East 125, West 115პეპსი ცენტრიდენვერი, კოლორადო (2)ალენ აივერსონი (2), (ფილადელფია სიქსერსი)
2006East 122, West 120Toyota Centerჰიუსტონი, ტეხასი (2)ლებრონ ჯეიმსი, (კლივლენდ კავალიერსი)
2007West 153, East 132Thomas & Mack Centerლას-ვეგასი, ნევადა*კობი ბრაიანტი (2), (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
2008East 134, West 128ნიუ-ორლეანს არენანიუ-ორლეანი, ლუიზიანალებრონ ჯეიმსი (2), (კლივლენდ კავალიერსი)
2009West 146, East 119US Airways Centerფინიქსი, არიზონა (3)კობი ბრაიანტი (3), (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი); შაკილ ონილი (3), (ფინიქს სანსი)
2010East 141, West 139Cowboys Stadiumარლინგტონი, ტეხასი#†დუეინ უეიდი, (მაიამი ჰიტი)
2011West 148, East 143სტეიფლზ ცენტრი (2)ლოს-ანჯელესი, კალიფორნია (3)კობი ბრაიანტი (4), (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი)
2012West 152, East 149ემვეი ცენტრიორლანდო, ფლორიდა (2)კევინ დურანტი, (ოკლაჰომა-სიტი თანდერი)
2013West vs. Eastტოიოტა ცენტრი [7] (2)ჰიუსტონი, ტეხასი (3)TBD
2014West vs. EastNew Orleans Arena[8] (2)ნიუ-ორლეანი, ლუიზიანა (2)TBD
დახურვა
Note

სხვა All-Star ივენთები

ყველა-ვარსკვლავის მატჩი ასევე ასოცირდება ყველა-ვარსკვლავის კვირასთან, რომელიც ტარდება კვირა საღამოს. ყველა-ვარსკვლავის კვირეული ასევე მოიცავს ბევრ პოპულარულ თამაშს, სადაც ასევე მონაწილეობას იღებენ როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მოთამაშეები, ასევე მოთამაშეები ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან (WNBA) და NBA-ის განვითარების ლიგიდან (D-ლიგა).

აღნიშვნა

  1. მიუხედავად ამისა, ბრუკლინს არ უმასპინძლია ჯერ All-Star მატჩისთვის, ნიუ-იორკ სიტიში კი ჩატარებული იქნა მედისონ სკვერ გარდენის არენაში, რომელიც ნიუ-იორკ ნიქსის საშინაო არენაა.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.