აისის გასტონი, ცნობილი როგორც Ice Spice (ინგლ. Isis Gaston; დ. 1 იანვარი, 2000 წელი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი რეპერი. გაიზარდა ბრონქსში, ნიუ-იორკში. მუსიკოსმა კარიერა დაიწყო 2021 წელს, მას შემდეგ რაც შეხვდა ხმის ჩამწერ პროდიუსერ RiotUSA-ს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლის დროს.

სწრაფი ფაქტები ბიოგრაფია, ნამდვილი სახელი ...
Ice Spice
ინგლ. Isis Gaston

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი აისის გასტონი
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 2000 (2000-01-01) (24 წლის)
დაბ. ადგილი ბრონქსი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ[1]
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება Dominican Americans[2] და Nigerian Americans[2]
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი
აქტიური 2021 - დღემდე
საიტი hoo.be/icespice
Ice Spice ვიკისაწყობში
დახურვა

პოპულარობა მოიპოვა 2022 წლის ბოლოს თავისი სიმღერით „Munch (Feelin' U)". გამოუშვა კომპოზიციები „Bikini Bottom" და „In Ha Mood", რომლებიც წინ უძღოდნენ მის სადებიუტო EP-ს „Like..?“ (2023).

2023 წელს მუსიკოსის სინგლი „Gangta Boo“ მოხვდა Billboard Hot 100-ის ჩარტში. ასევე Ice Spice-ის რემიქს სინგლი „Boy's a Liar Pt. 2", რომელიც მუსიკოსმა გამოუშვა PinkPantheress-ისთან ერთად, გავიდა ჩარტში მესამე ადგილზე. ჟურნალ The New York Times-ის ჟურნალისტმა, ჯონ კარამანიკმა, Ice Spice-ის „რეპის ახალი პრინცესა“ უწოდა. ასევე მუსიკოსი ჟურნალმა თაიმმა წლის საუკეთესო ახალ არტისტად დაასახელა.[3]

ადრეული ცხოვრება

აისის გასტონი დაიბადა 2000 წლის 1 იანვარს ბრონქსში, ნიუ-იორკში.[4][5][6] ის ხუთი და-ძმიდან ყველაზე უფროსია. მამა, ყოფილი რეპერი, აფრო-ამერიკელია, ხოლო დედა დომინიკელი.[7] მუსიკოსის მშობლები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ მაკდონალდსში და განქორწინდნენ მაშინ, როდესაც გასტონი ორი წლის იყო.[8][9]

მუსიკოსის მშობლები მუშაობდნენ, შვილებისთვის დრო არ რჩებოდათ, რის გამოც მუსიკოსი და მისი და-ძმები დიდ დროს ატარებდნენ ბებია-ბაბუასთან და ბიძაშვილებთან ერთად. სწავლობდა ბრონქსში. ამის შემდეგ მუსიკოსმა სწავლა დაიწყო კათოლიკურ საშუალო სკოლაში, იონკერში. შვიდი წლის ასაკში დაინტერესდა ჰიპ ჰოპით.[10] თინეიჯერობის ასაკში, სკოლაში და კოლეჯში სწავლის დროს, უსმენდა ისეთ ცნობილ რეპერებს, როგორებიც არიან Lil' Kim, ნიკი მინაჟი, Cardi B, Foxy Brown და Remy Ma. სწორედ ამ არტისტებისგან აიღო Ice Spice-იმ თავისი სტილისა და სიმღერის ტექსტების ინსპირაცია.

კარიერა

Ice Spice-იმ კარიერა 2021 წელს დაიწყო. ამ დროს შეხვდა ხმის ჩამწერ პროდიუსერ RiotUSA-ს, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს. მუსიკოსმა მალევე მიატოვა სწავლა. მან RiotUSA-ისთან ერთად შექმნა თავისი სადებიუტო სიმღერა, „Bully Freestyle", რომელიც გამოვიდა 2021 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც მუსიკოსის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა Twitter-ზე.

მუსიკოსის სიმღერამ „Name of Love" მოიპოვა დიდი მოწონება SoundCloud-ზე, რამაც განაპირობა მისი პოპულარობის გაზრდა ინსტაგრამზე.[11] მისმა სიმღერამ „Munch (Feelin' U)", რომელიც გამოვიდა 2022 წლის 10 აგვისტოს, პოპულარობა მალევე მოიპოვა. ის ვირუსულად გავრცელდა Twitter-სა და TikTok-ზე, ასევე მოხვდა Billboard-ის Hot R&B/Hip-Hop სიმღერებისა და Bubbling Under Hot 100 ჩარტებში.[12][13]

2022 წლის სექტემბერში Ice Spice-იმ გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი, „One Time“, B-Lovee-ისთან ერთად. იმავე თვეში მუსიკოსმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ლეიბლებთან, 10K Projects და Capitol Records. 28 ოქტომბერს მან გამოუშვა სინგლი „Bikini Bottom". Ice Spice-ის სადებიუტო EP, „Like..?“, გამოვიდა 2023 წლის 20 იანვარს. ალბომში შევიდა სინგლები: „Munch (Feelin' U)", „Bikini Bottom" და „In Ha Mood".[14][15]

2023 წლის თებერვალში მუსიკოსმა გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი „Gangsta Boo". კომპოზიცია გახდა მისი პირველი სიმღერა Billboard Hot 100-ში, რომელიც მოხვდა ჩარტში და გავიდა 82-ე ადგილზე. 2023 წლის 3 თებერვალს მან გამოუშვა მომღერალ PinkPantheress-ისთან ერთად რემიქსი, „Boy's a Liar Pt. 2". სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში მე-3 ადგილი დაიკავა.[16] მუსიკოსი გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ვირუსულად გავრცელდა TikTok-ზე და მოხვდა სთრიმინგ პლატფორმების ჩარტის სათავეშიც.

სტილი

Ice Spice ძირითადად ბრონქსის რეპის სტილში მღერის. მისი სახელი მომდინარეობს „finsta"-დან (საიდუმლო ინსტაგრამის ანგარიშიდან), რომელიც მან 14 წლის ასაკში შექმნა. მუსიკოსმა თქვა, რომ ის თვითონ წერს სიმღერებს.

მუსიკოსის თქმით, მას რეპერის კარიერის დაწყება პირველად შთააგონეს Sheff G-მა და Pop Smoke-მა. ასევე მუსიკოსი აქტიურად უსმენდა შემდეგ მუსიკოსებს: Lil' Kim, Nicki Minaj, Cardi B, Foxy Brown და Remy Ma.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.