From Wikipedia, the free encyclopedia
Game.com — მეხუთე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Tiger Electronics-ის მიერ, რათა კონკურენცია გაეწია Nintendo-ს Game Boy-სთვის.[2] Game.com აშშ-ში გამოვიდა 1997 წლის აგვისტოში,[3] იმავე წლის ბოლოს — გაერთიანებული სამეფოში. 1999 წლის შუა პერიოდში გამოიცა კონსოლის შემცირებული ვერსია Game.com Pocket Pro.
Game.com | |
---|---|
ორიგინალი Game.com | |
მწარმოებელი | Tiger Electronics[1] |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეხუთე თაობა |
გამოშვების თარიღი |
Game.com [[თარგი:ქვეყნის მონაცემები ᲐᲨᲨ|ᲐᲨᲨ]] აგვისტო, 1997 UK 1997 Game.com Pocket Pro [[თარგი:ქვეყნის მონაცემები ᲐᲨᲨ|ᲐᲨᲨ]] მაისი/ივნისი, 1999 |
თავდაპირველი ფასი |
69.95 აშშ დოლარი (ორიგინალი მოდელი) 29.99 დოლარი (Pocket Pro) |
შეწყდა | 2000 |
გაიყიდა | 300,000 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
კვება |
4 × AA ბატარეა ან AC ადაპტერი (ორიგინალი მოდელი) 2 x AA ბატარეა (Pocket Pro) |
პროცესორი | Sharp SM8521 |
კავშირი | 14,4 kbit/s მოდემი |
სისტემა ვიზუალურად წააგავდა Sega-ს Game Gear-ს. იგი მოიხმარდა Sharp-ის SM8521 8-ბიტიანი ცენტრალურ პროცესორს და შავ-თეთრ სენსორულ ეკრანს.[4] ფუნქციონირებისთვის ესაჭიროებოდა 4 ცალი AA ბატარეა[4] ან AC ადაპტერი. ორიგინალ მოდელს ინტერნეტზე მისაერთებლად ჰქონდა 14,4 kbit/s მოდემის მხარდაჭერა მრავალმოთამაშიან რეჟიმში სათამაშოდ.[5]
Game.com პირველი კონსოლია, რომელსაც გააჩნდა სენსროული ეკრანი და ინტერნეტზე მიერთების შესაძლებლობა. მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 69.95 აშშ დოლარს.[6] მასში ჩაშენებული იყო ბანქოს თამაში „Solitaire“, ხოლო კომპლექტში მოჰყვებოდა თამაში: „Lights Out“. საერთო ჯამში სისტემაზე გამოიცა 20 თამაში,[7] რომელთა უმეტესობა შეიმუშავა Tiger Electronics-მა.[8] კარტრიჯის ფასი მერყეობდა 14-დან 30 დოლარამდე.[9]
1999 წლის ივნისში 29.99 აშშ დოლარად გამოვიდა კონსოლის შემცირებული ვერსია Game.com Pocket Pro, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ხუთ სხვადასხვა ფერში. წინამორბედისგან განსხვავებით ესაჭიროებოდა მხოლოდ ორი ცალი AA ბატარეა, თუმცა არ გააჩნდა ინტერნეტთან დაკავშირების ფუნქცია. 2000 წელს მისი წარმოება შეწყდა.[10] საერთო ჯამში გაიყიდა Game.com-ის 300,000-ზე ნაკლები ეგზემპლარი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.