ლი ჯუნ კიუნგი (კორ. 이준경) ცნობილი,როგორც Dok2 (კორ. 도끼) — სამხრეთ კორეელი რეპერი და Illionaire Records-ის თანადამფუძებელი.

სწრაფი ფაქტები ბიოგრაფია, ნამდვილი სახელი ...
Dok2
Thumb
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლი ჯუნ კიუნგი
აგრეთვე ცნობილი როგორც dok2
დაბ. თარიღი 28 მარტი, 1990 წელი
დაბ. ადგილი სამხრეთ კორეა
წარმოშობა კორეელ-ესპანელ-ფილიპინელი
ჟანრ(ებ)ი კორეული ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა რეპერი პროდიუსერი
აქტიური 2005- დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Illionaire Records
Dok2 ვიკისაწყობში
დახურვა

ბიოგრაფია

ადრეული წლები

Dok2-ს დედა არის კორეელი, მამა ესპანელი და ფილიპინელი.[1]

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს მედია საშუალებებმა გამოაქვეყნეს, რომ Dok2 იყო პირდაპირი ბიძაშვილი ამერიკელი მომღერლის ნიკოლ შვერზინგერისა, რომელიც წინათ გოგოების ჯგუფის Pussycat Dolls-ის წევრი იყო, Dok2 2015 წლის ინტერვიუში განაცხადა, „ცნობები იმის შესახებ, რომ ნიკოლ შვენზინგერი ჩემი პირველი ბიძაშვილია არასწორია. ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს, მაგარამ ურთიერთობა ძალიან ჩახლართულია. მე მას არასდროს შევხვედრივარ“.[2][3]

კარიერის დასაწყისი

Dok2-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს Future Flow Entertainment-თან, როდესაც ის 13 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის მოზარდობის ასაკში იყო, მან დაწერა სიმღერები უკვე განმტკიცებული კორეული ჰიპ-ჰოპ ჯგუფებისთვის, როგორებიც იყვნენ Dynamic Duo და Epik High.[4]

2006 წელს, სახელწოდებით All Black, Dok2-მ და თინეიჯერმა რეპერმა Microdot-მა ერთად გამოუშვეს ალბომი Chapter 1.[5]

2009 წელს მან გამოუშვა თავისი პირველი მინი ალბომი Thunderground.[6]

Illionaire Records

2011 წელს Dok2-მ და The Quiett-მა დააფუძნეს Illionaire ჩამწერი სტუდია. მიუხედავად მისი მცირე ზომისა, Illionaire ჩამწერი სტუდია დასახელებულია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჰიპ-ჰოპის ჩამწერ სტუდიად სამხრეთ კორეაში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით მისი არტისტების პოპულარობას.[7][8][9]

Show Me The Money

2014 წელს, Dok2 იყო ჟიური სატელევიზიო შეჯიბრებაში how Me the Money, სადაც ის და The Quiett იყვნენ პროდუსერები გამარჯვებული მონაწილის Bobby-ის(ბიჭების ჯგუფ IKON-ის ერთ-ერთი წევრი). ისინი ასევე წარადგენენ თავის სტუდიას 2016 წლის Show Me the Money-ის შეჯიბრებაში.[10]

დისკოგრაფია

პრიზები

მეტი ინფორმაცია წელი, პრიზის გაცემის ადგილი ...
წელი პრიზის გაცემის ადგილი კატეგორია სამუშაო შედეგი
2015 Mnet Asian Music Awards Best Rap Performance "Me"[11] ნომინირებული
დახურვა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.