From Wikipedia, the free encyclopedia
Combat Rock — პანკ-როკ ჯგუფ The Clash-ის მეხუთე სტუდიური ალბომი. ის გამოიცა 1982 წლის 14 მაისს, Epic Records-ზე. ესაა ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, რომელზეც უკრეავენ მიკ ჯოუნსი და ტოპერ ჰიდონი. ჰიდონი ალბომის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაუშვეს ჯგუფიდან ჰეროინზე დამოკიდებულების გამო. ჯოუნსმა კი მოგვიანებით დატოვა ჯგუფი შიდა უთანხმოების შედეგად.[8][9] ალბომი მოიცავს ბევრ მუსიკალურ სტილს, თუმცა ის ნაკლებად ექსპერიმენტულია წინა ალბომთან, Sandinista!-სთან შედარებით. გაერთიანებულ სამეფოში ალბომი ჩარტებში მეორე ადგილზე მოხვდა და ბრიტანულ ჩარტებში 23 კვირა გაატარა. აშშ-ში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა და 61 კვირის განმავლობაში დარჩა ჩარტებში. ალბომმა მიიღო ორმაგი პლატინის სერტიფიკატი.
Combat Rock | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 14 მაისი, 1982 | |||
ჩაიწერა | სექტემბერი-ნოემბერი 1981, იანვარი, აპრილი 1982 | |||
ჟანრი | პანკ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 46:21 | |||
ლეიბლი | CBS, Epic | |||
პროდიუსერი | The Clash | |||
The Clash-ის სტუდიური ალბომები — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Combat Rock | ||||
|
თავდაპირველად იგეგმებოდა Combat Rock-ის ორმაგი ალბომის სახით გამოცემა, სამუშაო სახელწოდებით Rat Patrol from Fort Bragg, მაგრამ ეს იდეა არ განხორციელდა ჯგუფის შიდა დაპირისპირების გამო. ალბომის პირველი მიქსი გააკეთა მიკ ჯოუნსმა, მაგრამ ის არ მოეწონათ დანარჩენ წევრებს და ეს საქმე გლინ ჯოუნსს მიანდეს, რის შემდეგაც ალბომი ერთმაგ დისკად გარდაიქმნა. პირველი მიქსი მოგვიანებით ბუტლეგის სახით გავრცელდა.
ალბომის გარეკანის ფოტო გადაიღო პენი სმითმა მიტოვებულ რკინიგზაზე ბანგკოკის მახლობლად, ჯგუფის Far East ტურის დროს, 1982 წელს.
Sandinista!-ს მსგავსად, Combat Rock-ის კატალოგის ნომერი 'FMLN2'-იც პოლიტიკური პარტიის სახელწოდების აკრონიმს წარმოადგენს. Frente Farabundo Martí para la Liberación Nacional (ფარაბუნდო მარტის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტი), ანუ FMLN ელ-სალვადორის სოციალისტური პარტიაა.
2000 წელს, ჯგუფის დანარჩენ ალბომებთან ერთად, Combat Rock ხელახლა გამოიცა რემასტერირებული სახით.
მარკუს გრეის თანახმად, სიმღერა Red Angel Dragnet შთაგონებულია Guardian Angels-ის წევრის, ფრენკ მელვინის სიკვდილით.[10][11] სიმღერა შეიცავს 1976 წლის ფილმის, ტაქსის მძღოლის მთავარი გმირის, ტრევის ბიკლის ციტატებს.
სიმღერაზე Ghetto Defendant მონაწილეობს ბიტნიკი პოეტი ალენ გინზბერგი. ის ჯგუფთან ერთად ასრულებდა სიმღერას მათ კონცერტებზე ნიუ-იორკში. სიმღერის ბოლოს ის კითხულობს გულის სუტრას, პოპულარულ ბუდისტურ მანტრას.
ალბომმა დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისაგან. ბრიტანულ ჩარტებში მან მეორე ადგილი დაიკავა. ბილბორდის პოპ ალბომებში კი – მეშვიდე. ასევე ის მოხვდა ბევრი სხვა ქვეყნის ჩარტების ტოპ ათეულში.[12][13][14][15] ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) Combat Rock-ს ოქროს ალბომის სერტიფიკატი მიანიჭა 1982 წლის ნოემბერში, პლატინის სერტიფიკატი – 1883 წლის იანვარში, ხოლო მულტი-პლატინის – 1995 წლის ივნისში.[16]
1999 წელს ჟურნალმა Q-მ ალბომი ხუთიდან სამი ვარსკვლავით შეაფასა და უწოდა „მათი ყველაზე გაყიდვადი ალბომი, მაგრამ დასასრულის დასაწყისი.“[17] 2000 წელს Alternative Press-მა Combat Rock-ს ხუთიდან სამი ვარსკვლავი მიანიჭა და დაწერა:„The Clash-ის ბოლოსწინა ალბომი...გამოიყენეს გაკვეთილები, რომლებიც წინა სამი წლის განმავლობაში ისწავლეს...მათი კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი“[18] 2004 წელს College Music Journal-მა Combat Rock მეხუთე ადგილზე შეიყვანა 1982 წლის 20 ყველაზე ხშირად დაკრული ალბომის სიაში.[19]
ყველა სიმღერის ავტორი — The Clash გარდა მითითებულისა..
პირველი მხარე | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | მთავარი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Know Your Rights“ (სტრამერი/ჯოუნსი) | ჯო სტრამერი | 3:39 |
2. | „Car Jamming“ | ჯო სტრამერი | 3:58 |
3. | „Should I Stay or Should I Go“ | მიკ ჯოუნსი | 3:06 |
4. | „Rock the Casbah“ | მიკ ჯოუნსი/ჯო სტრამერი/ტოპერ ჰიდონი | 3:44 |
5. | „Red Angel Dragnet“ | პოლ სიმონონი/ჯო სტრამერი | 3:48 |
6. | „Straight to Hell“ | ჯო სტრამერი | 5:30 |
მეორე მხარე | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | მთავარი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „Overpowered by Funk“ | ჯო სტრამერი | 4:55 |
2. | „Atom Tan“ | მიკ ჯოუნსი/ჯო სტრამერი | 2:32 |
3. | „Sean Flynn“ | ჯო სტრამერი | 4:30 |
4. | „Ghetto Defendant“ | ჯო სტრამერი/ალენ გინზბერგი | 4:45 |
5. | „Inoculated City“ (ალბომის ზოგ ვერსიაზე შესულია განსხვავებული, 2:11-იანი ვერსია) | მიკ ჯოუნსი/ჯო სტრამერი | 2:43 |
6. | „Death is a Star“ | ჯო სტრამერი | 3:08 |
წელი | ჩარტი | პოზიცია |
---|---|---|
1982 | კანადის RPM-ის ალბომების ჩარტი[20] | 12 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[21] | 29 | |
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[22] | 5 | |
ნორვეგიის ალბომების ჩარტი[14] | 7 | |
შვედეთის ალბომების ჩარტი[15] | 9 | |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[12] | 2 | |
1983 | აშშ-ის Billboard-ის პოპულარული ალბომები[13] | 7 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.