From Wikipedia, the free encyclopedia
„Across the Universe“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. მისი ავტორია ჯონ ლენონი, თუმცა ავტორებად მითითებულები არიან ლენონი–მაკ-კარტნი. სიმღერა პირველად გამოიცა სხვადასხვა შემსრულებლის კომპილაციურ ალბომზე No One's Gonna Change Our World, 1969 წლის დეკემბერში. განსხვავებული სახით იგი შევიდა ალბომში Let It Be.
„Across the Universe“ | |
---|---|
სიმღერა — The Beatles | |
ალბომიდან No One's Gonna Change Our World | |
გამოსვლის თარიღი | 12 დეკემბერი 1969 |
ჩაიწერა | 4 თებერვალი 1968, EMI Studios, ლონდონი |
ჟანრი | ფსიქოდელიური ფოლკი |
ხანგრძლივობა | 3:50 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Regal Starline |
ავტორ(ებ)ი | ლენონი–მაკ-კარტნი |
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი |
„Across the Universe“ | |
---|---|
1996 წლის გამოცემა მუსიკალური აპარატებისთვის, b-მხარე – „Two of Us“ | |
სიმღერა — The Beatles | |
ალბომიდან Let It Be | |
გამომცემელი | Northern Songs Ltd. |
გამოსვლის თარიღი | 8 მაისი 1970 |
ჩაიწერა | 4 თებერვალი 1968, ები-როუდის სტუდიები, ლონდონი, ინგლისი |
ჟანრი | ფსიქოდელიური ფოლკი |
ხანგრძლივობა | 3:47 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple |
ავტორ(ებ)ი | ლენონი–მაკ-კარტნი |
პროდიუსერი | ფილ სპექტორი |
1967 წელს, ერთ-ერთ საღამოს, ლენონმა მოიგონა ფრაზა „words are flowing out like endless rain into a paper cup“ (ქართ. სიტყვები ცვივა როგორც უწყვეტი წვიმა ქაღალდის ჭიქაში). ფრაზა მას შთააგონა მეუღლის, სინთიას ხანგრძლივმა „საუბარმა რაღაცის შესახებ“. მოგვიანებით, „როდესაც დაიძინა, ეს სიტყვები და კვლავ ჩამესმოდა, როგორც უსასრულო ნაკადი“, იხსენებდა ჯონი. იმავე ღამით მან დაიწყო ტექსტის წერა.
„პირველი ცოლის გვერდით საწოლში ვიწექი და ფიქრები აბნეული მქონდა, ჩაფიქრებული ვიყავი. რაღაცაზე საუბრობდა, მერე კი, როდესაც დაწვა, კვლავ ჩამესმოდა ეს სიტყვები, უსასრულო ნაკადივით. ქვემოთ ჩავედი და დავწერე რაღაც კოსმოსური სიმღერის მსგავსი, ნაცვლად ამ თავგზააბნეულის[1] [სიტყვები] უბრალოდ შთაგონებული იყო და მოულოდნელად მეწვია. ჩემი არ არის, უბრალოდ ასე მოხდა.[2]“ |
სიმღერის განწყობაზე გავლენა იქონია ლენონის და ჯგუფის მიერ ტრანსცენდენტული მედიცინით დაინტერესებამ, პერიოდში, როდესაც თავად სიმღერა იწერებოდა. გამომდინარე აქედან, ჯონმა სიმღერას დაუმატა მანტრა - „जय गुरुदेव ॐ“, რომელიც სიმღერაში ჟღერს, როგორც „Jai guru deva om“ და ითარგმნება, როგორც „დიდება ბნელეთის ნათელ მომშორებელს“[3]. შეიძლება მისი პარაფრაზირებაც – „დიდება ღვთაებრივ გურუს“. მსგავს ფრაზას ხშირად იყენებდა მაჰარიში მაჰეშ იოგი და ადიდებდა თავის სულიერ მოძღვარს, ბრაჰმანანდა სარასვატის.[4]
სიმღერის ტექსტური სტრუქტურა მარტივია: სამჯერ მეორდება სტროფები, სტრიქონი Jai guru deva om და ოთხჯერ – „Nothing's gonna change my world“ („ჩემს სამყაროს ვერაფერი შეცვლის“). თავად ტექსტი აგებულია წარმოსახვით სიმბოლოებზე და აბსტრაქტულ კონცეფციებზე, ფრაზებზე, როგორიც არის „meander“, „slither“ და „shining“. სასათაურო ფრაზა „across the universe“ („სამყაროს გავლით“) ჩნდება ინტერვალებში და ასრულებს სტრიქონებს, თუმცა კადანსის როლს არ ასრულებს და მხოლოდ მელოდიურად დაუსრულებელი ფორმით იჩენს თავს.
1970 წლის ინტერვიუში Rolling Stone-თან ლენონი აღნიშნავდა, რომ ეს სიმღერა, შესაძლოა, იყო მის ცხოვრებაში ყველაზე პოეტური ტექსტის მქონე. „ჩემ მიერ დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტია. შესაძლოა, საუკეთესოც. კარგი ლექსია ან, რაც გინდათ, უწოდეთ. მე მომწონს ისეთი სიმღერები, რომლებიც მელოდიის გარეშეც, ტექსტის სახით, ეფექტურია. არ არის აუცილებელი, მელოდია ჰქონდეთ და შეგიძლიათ მათი ლექსივით წაკითხვა“.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.