Acer
From Wikipedia, the free encyclopedia
Acer (ჩინ.: 宏碁股份有限公司; ფინინი: Hóngqi Gǔfèn Yǒuxiàn Gōngsī) — აპარატურისა და ელექტრონიკის ტაივანური ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომლის შტაბ-ბინაც ქალაქ ახალ ტაიბეიში მდებარეობს. Acer-ის პროდუქცია მოიცავს პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებს, პლანშეტურ კომპიუტერებს, სერვერებს, მეხსიერების ბარათებს, მონიტორებსა და სმარტფონებს. იგი ასევე აწარმოებს ელექტრონული ბიზნეს-სერვისს ბიზნესმენებისთვის, პოლიტიკოსებისა თუ უბრალო მომხმარებლებისათვის. Acer პერსონალური კომპიუტერების მსოფლიოში მეოთხე უდიდესი მწარმოებელია.
![]() | |
![]() | |
ტიპი | სახალხო კომპანია |
---|---|
დარგი | ელექტრონიკა |
დაფუძნდა | 1976 |
დამაარსებელი | სტან შიჰი და სხვები |
სათავო ოფისი | ახალი ტაიბეი, ტაივანი |
მმართველი |
თავმჯდომარე— ძენტანგ ვანგი (Zhentang Wang) (2012) |
პროდუქცია |
პერსონალური კომპიუტერები |
შემოსავალი | $16,18 მლრდ. USD (2011 წელი)[1] |
მთლიანი შემოსავალი | $ 225,3 (2011 წელი)[1] |
თანამშრომელი | 7 757 (2011)[1] |
საიტი | acer.com |
2000-იანი წლების დასაწყისში, Acer-მა ახალი ბიზნეს-მოდელი შეიმუშავა, რითაც მწარმოებლიდან მთავარი აქცენტი დიზაინზე, ბაზარზე, და პროდუქციის დისტრიბუციაზე გადაიტანა, თუმცა წარმოების პროცესი მწარმოებლებთან კონტრაქტების საფუძველზე შეინარჩუნა.[2]
ასევე, მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნესია უმსხვილესი ფრენჩაიზებული კომპიუტერული საცალო ჯაჭვი ტაიბეიში.[3]
ისტორია
Acer 1976 წელს ტაივანის ქალაქ სინჯუში მულტიტექნიკური კომპანიის სახით სტან შიჰმა და მისმა მეუღლემ კიდევ ხუთ სხვა ადამიანთან ერთად დააარსეს.
მათი თავდაპირველი კაპიტალი 25 000 აშშ დოლარი იყო 11 დასაქმებულით. ამ დროისათვის, კომპანია ეწეოდა ელექტრო-ნაწილების დისტრიბუციას და კონსულტანტის როლს მიკროპროცესორულ ტექნოლოგიებში.
სახელი Acer კომპანიას 1987 წელს ეწოდა.
ბრენდები
- Acer
- eMachines
- Gateway
- Packard Bell
- Predator
- Pawbo
- Xplova
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Acer“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.