From Wikipedia, the free encyclopedia
.ge — ზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD) საქართველოსთვის.
.ge | |
---|---|
შემოღებულია | 1992 |
დომენის ტიპი | ზედა დონის ეროვნული დომენი |
სტატუსი | მოქმედი |
რეგისტრატორი | კავკასუს ონლაინი |
დანიშნულება | საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი |
ფაქტობრივი გამოყენება | პოპულარულია საქართველოში |
საიტი | www.nic.ge |
აღნიშნული დომენური სახელები ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის (შეუზღუდავად) ან უცხოური დაწესებულებისთვის, წარმომადგენლის მეშვეობით (მხოლოდ ერთი დომენი თითოეულ რეგისტრანტზე). აგრეთვე, ხელმისაწვდომია მოცემული ქვედომენები, ცალკეული სახის რეგისტრანტებისთვის:[1]
.ge დომენის განკარგვის უფლებამოსილება, 1992 წელს გადაეცა ქართულ ინტერნეტ-მომწოდებელს „სანეტს“.[2] 2006 წელს კი „კავკასუს ონლაინი“, რომელიც შეიქმნა სამი კომპანიის (მათ შორის „სანეტის“) გაერთიანების საფუძველზე,[3][4] გახდა .ge დომენის ფინანსური უზრუნველმყოფი. სარეგისტრაციო მომსახურება თავდაპირველად გაეშვა არამომგებიანი ორგანიზაციის, „ინტერნეტის განვითარების ჯგუფი – საქართველოს“ მეშვეობით,[5][6] თუმცა „კავკასუს ონლაინის“ შემოსვლის შემდეგ, მმართველობითი და სარეგისტრაციო მომსახურების წარმართვა, მას მიენიჭა ექსკლუზიური უფლებით. 2014 წლიდან კი .gov.ge ქვედომენის განკარგვის უფლება გადაეცა „სმართ ლოჯიქს“, რომელიც არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ.[7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.