Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სადამ ჰუსეინ აბდ ალ-მეჯიდ ალ-თიქრითი (არაბ. صدام حسين عبد المجيد التكريتي; დ. 28 აპრილი, 1937, ელ-აუჯა, ერაყი — გ. 30 დეკემბერი, 2006, ბაღდადი, ერაყი) — ერაყის პრეზიდენტი 1979–2003 წლებში.
სადამ ჰუსეინი | |
სადამ ჰუსეინი 1998 წელს | |
ერაყის მეხუთე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 ივლისი, 1979 – 9 აპრილი , 2003 | |
პრემიერ-მინისტრი | სა'დუნ ჰამადი მოჰამედ ჰამზა ზუბეიდი აჰმად ჰუსეინ ხუდაირ ას-სამარაი |
წინამორბედი | აჰმედ ჰასან ალ-ბაქრი |
მემკვიდრე | კოალიციური დროებითი მთავრობა |
ერაყის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 მაისი 1994 – 9 აპრილი 2003 | |
წინამორბედი | აჰმად ჰუსეინ ხუდაირ ას-სამარაი |
მემკვიდრე | მოჰამად ბაჰრ ალ-ულომი |
დაბადებული | 28 აპრილი,1937 ელ-აუჯა, სალაჰ-ედ-დინის მუჰაფაზა, ერაყი |
გარდაცვლილი | 30 დეკემბერი, 2006 ბაღდადი, ერაყი |
ეროვნება | ერაყელი |
პოლიტიკური პარტია | ბა'ასისტური პარტია |
მეუღლე | საჯიდა თალფა სამირა შაჰბანდარი |
რელიგია | სუნიზმი, ისლამი |
ხელმოწერა |
სადამ ჰუსეინი დაიბადა მეცხვარის ოჯახში, პატარა სოფელ ელ-აუჯაში, რომელიც მდებარეობს თიქრითიდან სამხრეთით 13 კილომეტრში. მამამისი მის დაბადებამდე ექვსი თვით ადრე დაიკარგა. მალევე კიბოსგან მისი 13 წლის ძმაც დაიღუპა. ამის შემდეგ სადამი იზრდებოდა დედის ძმასთან.[1]
დედა ხელმეორედ დაქორწინდა, საიდანაც სადამს სამი ნახევარძმა შეეძინა. მამინაცვალი - იბრაჰიმ ალ-ჰასსანი ცუდად ექცეოდა. 10 წლის ასაკში სადამმა დატოვა ოჯახი და დაბრუნდა ბაღდადში ბიძასთან. მისი მომავალი მეუღლის მამა იყო მორწმუნე სუნიტი მუსლიმანი, ასევე 1941 წლის ინგლის-ერაყის ომის ვეტერანი. მოგვიანებით მისი ნათესავები თიქრითიდან მისი უახლოესი მრჩევლები გახდნენ. ბიძამისის დახმარებით დაამთავრა სკოლა ბაღდადში. სკოლის შემდეგ სამი წელი სწავლობდა ერაყის იურიდიულ სასწავლებელში, რომელიც მიატოვა 1957 წელს, 20 წლის ასაკში, რათა შეერთებოდა რევოლუცურ მოძრაობას. ამ პერიოდში ის მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.