Remove ads

ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი (დ. 22 თებერვალი, 1857, ჰამბურგი — გ. 1 იანვარი, 1894, ბონი) — გერმანელი ფიზიკოსი, ელექტროდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰერცი.
სწრაფი ფაქტები ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი, დაბ. თარიღი ...
ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი
გერმ. Heinrich Rudolf Hertz
დაბ. თარიღი 22 თებერვალი, 1857(1857-02-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი ჰამბურგი[10] [7]
გარდ. თარიღი 1 იანვარი, 1894(1894-01-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] [7] (36 წლის)
გარდ. ადგილი ბონი[10] [7]
დასაფლავებულია ოლსდორფის სასაფლაო
მოქალაქეობა ჰამბურგი
საქმიანობა ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, გამომგონებელი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ბონის უნივერსიტეტი[11] , კილის უნივერსიტეტი[11] და TH Karlsruhe[11]
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, TU Dresden და Gelehrtenschule des Johanneums
მეუღლე Elisabeth Hertz
მამა გუსტავ ფერდინანდ ჰერცი
შვილ(ებ)ი მატილდა კარმენ ჰერცი და Johanna Hertz
ჯილდოები რუმფორდის მედალი[12] , მატეუჩის მედალი[13] , La Caze Prize of the Academy of Sciences და ბრესას პრემია[14]
ხელმოწერა
დახურვა

სწავლობდა დრეზდენის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში, მიუნხენისა და შემდეგ ბერლინის უნივერსიტეტებში. 1880-იდან იყო ჰ.ჰელმპოლცის ასისტენტი. 1883-1885კილის უნივერსიტეტის დოცენტი, 1885-1889კარლსრუეს უმაღლესი ტექნიკური სკოლის პროფესორი, 1889-იდან — ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, ძირითადი შრომები აქვს ელექტროდინ. საკითხებზე.

მაქსველის განტოლებებიდან გამომდინარე, ჰერცმა 1886-1889 წლებში ექსპერიმენტულად დაამტკიცა ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობა და გამოიკვლია მათი თვისებები (სარკიდან არეკვლა, გარდატეხა პრიზმებში და ა.შ.). ელექტრომაგნიტურ ტალღებს ჰერცი იღებდა თავის მიერ გამოგონებული ვიბრატორით. ჰერცმა ექსპერიმენტულად დაადასტურა მაქსველის თეორიის დასკვნა იმის შესახებ, რომ ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების სიჩქარე ჰაერში ტოლია სინათლის სიჩქარისა, დაადგინა ელექტრომაგნ. და სინათლის ტალღების თვისებათა იგივეობა, შეისწავლა აგრეთვე გამტარში ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელება და აჩვენა მათი გავრცელების სიჩქარის გაზომვის წესი. განავითარა რა მაქსველის თეორია, ელექტროდინ. განტოლებებს მისცა სიმეტრიული ფორმა, რომელიც კარგად წარმოაჩენს სრულ ურთიერთკავშირს ელექტულსა და მაგნიტურ მოვლენებს შორის. იმ ჰიპოტეზიდან გამომდინარე, რომ ეთერს წარიტაცებს მოძრავი სხეულები, ააგო მოძრავი სხეულების ელექტროდინამიკა, მაგრამ მისი ელექტროდინამიკა ცდასთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდა და მოგვიანებით ადგილი დაუთმო ჰ.ლორენცის ელექტრონულ თეორიას.

1887-1889 წლებში ჰერცი პირველი დააკვირდა გარე ფოტოეფექტს და აღწერა იგი. დაამუშავა რეზონატორული კონტურის თეორია, შეისწავლა კათოდური სხივების თვისება და სხვ. წიგნში, რომელსაც "მექანიკის პრინციპები" (1894) ეწოდება, ერთიანი პრინციპიდან (რომელსაც ჰერცის პრინციპი ეწოდება) გამომდინარე, გამოიყვანა მექან. ზოგადი თეორემები (უმცირესი სიმრუდის პრინციპი). ჰერცის სახელი უწოდეს რხევათა სიხშირის ერთეულს.

ჰერცის შრომებმა განაპირობა უმავთულო ტელეგრაფიის, რადიოკავშირის, ტელევიზიის, რადიოლოკაციისა და სხვ. დარგების შექმნა.

Remove ads

ლიტერატურა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads