Remove ads
გერმანული წარმოშობის ინგლისელი ფსიქოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia
ჰანს იურგენ აიზენკი (ინგლ. Hans Jürgen Eysenck; დ. 4 მარტი, 1916 — გ. 4 სექტემბერი, 1997) — გერმანული წარმოშობის ინგლისელი ფსიქოლოგი, რომელმაც შექმნა პიროვნების ოთხგანზომილებიანი იერარქიული მოდელი და პიროვნების ტიპების კლასიფიკაცია.
ჰანს აიზენკი | |
---|---|
ინგლ. Hans Jürgen Eysenck | |
დაბ. თარიღი | 4 მარტი, 1916[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] ან 16 მარტი, 1916[10] |
დაბ. ადგილი | ბერლინი[1] |
გარდ. თარიღი | 4 სექტემბერი, 1997[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (81 წლის) |
გარდ. ადგილი | ლონდონი[1] |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო[11] [12] გერმანია[11] |
საქმიანობა | ფსიქოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ლონდონის სამეფო კოლეჯი |
ალმა-მატერი | ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და ლონდონის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | José Luis Pinillos |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი და მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე | სიბილ აიზენკი |
მამა | ედუარდ აიზენკი |
დედა | ჰელგა მოლანდერი |
შვილ(ებ)ი | მაიკლ აიზენკი |
ჯილდოები | William James Fellow Award[13] |
ჰანს აიზენკი დაიბადა 1916 წლის 4 მარტს ბერლინში. მისი მშობლები მსახიობები იყვნენ. ისინი განქორწინდნენ, როდესაც აიზენკი 4 წლის იყო. შემდეგ იგი ბებიასთან ცხოვრობდა და იზრდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სურდა ჩაებარებინა ბერლინის უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ეს იგივეს ნიშნავდა, რომ გაწევრიანებულიყო ნაცისტურ საიდუმლო გაერთიანებაში და გერმანიიდან წავიდა. მოგვიანებით ჰანს ი იხსენებდა: „მე ვიცოდი, რომ არ მექნებოდა მომავალი ჩემს უბედურ სამშობლოში“. 18 წლის ასაკში აიზენკი დასახლდა ლონდონში, სადაც ჩააბარა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და 1938 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1940 წელს მაგისტრის ხარისხი. აიზენკმა მუშაობა დაიწყო მილ-ჰილის ჰოსპიტალში, სადაც მკურნალობდა ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებს. აიზენკი ინგლისური კლინიკური ფსიქოლოგიის დონეს ძალიან დაბლად თვლიდა, ამიტომ იგი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა გაცნობოდა იქაურ მეცნიერებს. 1950 წელს აიზენკი გაშორდა პირველ მეუღლეს და მოიყვანა მეორე ცოლი, პროფესიით ფსიქოლოგი. მათ რამდენიმე ერთობლივი წიგნიც გამოსცეს. 80-იან წლებში იგი იყო ფსიქიატრიის ინსტიტუტის პროფესორი. ჰანს აიზენკი გარდაიცვალა 1997 წელს სიმსივნით.
აიზენკს არ აკმაყოფილებდა ტრადიციული კლინიკური დიაგნოსტიკა. ფაქტორული ანალიზის გამოყენებისას მან აღმოაჩინა, რომ ტრადიციული დიაგნოსტიკური ჯგუფები შეიძლება აღიწეროს 2 ძირითადი ფაქტორით: ნევროტიზმი და ექსტრავერსია-ინტრავერსია. ამ თეორიის საფუძველზე მან გამოსცა პირველი წიგნი „პიროვნების განზომილება“. ჯერ კიდევ აშშ-ში დაიწყო აიზენკმა მუშაობა თავის წიგნზე „პიროვნების სტრუქტურა“, სადაც ხაზს უსვამდა ფაქტორული ანალიზის ეფექტურობას, როგორც ცნობილი ფაქტების წარმოდგენის საუკეთესო მეთოდს.
აიზენკის თეორიის ბირთვი არის ის, რომ პიროვნების ელემენტები დაწყობილია იერარქიულად. მან შექმნა პიროვნების ოთხგანზომილებიანი სისტემა:
ექსტრავერსიის დამახასიათებელი შტრიხები: კომუნიკაბელური, ცოცხალი, აქტიური, თვითდარწმუნებული, უდარდელი, დომინირებული, გამბედავი, ენთუზიასტი.
ინტრავერსია: ჩაკეტილი, საკუთარ „მე“-ზე ორიენტირებული, პასიური, შრომისმოყვარე.
ნეიროტიზმი: ნერვიული, დაძაბული, ირაციონალური, მორცხვი, ემოციური.
ფსიქოტიზმის დამახასიათებელი შტრიხები: აგრესიული, ცივი, ეგოცენტრული, ანტისოციალური, იმპულსური
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.