From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ უილიამ ჩივერი (ინგლ. John William Cheever; დ. 27 მაისი, 1912, კუინსი, მასაჩუსეტსი — გ. 18 ივნისი, 1982, ოსინინგი, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მწერალი. განთქმული იყო ისტორიებით, რომლებიც წარმოადგენდნენ ამერიკელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების გამჭრიახ ანალიზს სიმბოლური გამოსახულებისა და ჯადოსნური რეალიზმის ელემენტების თანხლებით. ჩივერის ტიპური გმირები, ისევე როგორც აპდაიკისა, ამერიკული პროვინციის მცხოვრებნი არიან: საშუალო კლასის „თეთრი“ მამაკაცები, რომელთაც სურთ წარმატების მიღწევა ნებისმიერ ფასად და მუდვივად მარცხს განიცდიან. ჩივერი იყო The New Yorker-ის საშტატო თანამშრომელი და 1979 წლის პულიცერის პრემიის ლაურეატი. მის კალამს ასევე ეკუთვნიან რეზონანსული რომანები „ფალკონერი“ და „საოჯახო ქრონიკები“.
ჯონ ჩივერი | |
---|---|
ინგლ. John Cheever | |
დაბადების თარიღი | 27 მაისი, 1912[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბადების ადგილი | კუინსი |
გარდაცვალების თარიღი | 18 ივნისი, 1982[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ოსინინგი |
საქმიანობა | მწერალი[11] , რომანისტი, დღიურის ავტორი და სცენარისტი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | თეიერის აკადემია და Quincy High School |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[12] , წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკისათვის[13] , წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკისათვის[14] , ო. ჰენრის პრემია, უილიამ დინ ჰოუელზის მედალი, National Book Critics Circle Award for Fiction და პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის[15] |
შვილ(ებ)ი | ბენჯამინ ჩივერი და Susan Cheever |
ჯონ უილიამ ჩივერი დაიბადა მასაჩუსეტსის ქვინსიში, ფრედერიკ ლინკოლნ ჩივერისა და მისი მეუღლის მერი ლილის ოჯახში. მომავალი მწერლის მამას ეკუთვნოდა ფეხსაცმლის კომპანია, მაგრამ ოცდაათიანი წლების შუა პერიოდში, დიდი დეპრესიის გამო, მან დაკარგა თავისი კაპიტალის უმეტესი ნაწილი, და ამასთანავე ბიზნესიც. გადასახადების გადასახდელად და ოჯახის შესანარჩუნებლად, მერი ჩივერი იძულებული გახდა ინიციატივა გამოეჩინა და საჩუქრების პატარა მაღაზია გაეხსნა. მიუხედავად ამისა, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და უსახსრობის გამო, ჩივერი იძულებული გახდა დაეტოვებინა კერძო სკოლა.
გაზეთ „Boston Herald“-ის მიერ ორგანიზებულ მოთხრობების კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ჩივერი დააბრუნეს კერძო სკოლაში სპეციალური პირობებით. ის ვერ ეგუებოდა თავის ამ სტატუს და 18 წლის ასაკში ის სკოლიდან გამოაგდეს.
მან თავისი ეს გამოცდილება ირონიით აღწერა მოთხრობაში „გამორიცხული“ (ინგლ. Expelled). სწორედ ამ მოთხრობით შედგა ჩივერის დებიუტი „The New Republic“-ის ფურცლებზე.[16] 1935 წელს ყოველკვირეულმა „The New Yorker“-მა (რომელთანაც მოგვიანებით მას მრავალწლიანი თანამშრომლობა დააკავშირებს) გამოაქვეყნა მისი მოთხრობა „Buffalo“. 1938 წელს ჩივერმა ვაშინგტონში დაიწყო რედაქტორად მუშაობა, ამ საქმეში მან იმედგაცრუება განიცადა. რამდენიმე თვის შემდეგ მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე მერი ვინტერნიცი, მილტონ ვინტერნიცი ქალიშვილი და თომას ავგუსტ უოტსონის შვილიშვილი. წყვილმა 1941 წელს იქორწინა.
1942 წლის მაისში ჩივერი სამხედრო სამსახურში შევიდა; ცოტა ხნის შემდეგ გამოვიდა მისი პირველი მოთხრობების კრებული „როგორ ცხოვრობს ზოგი ადამიანი“. მოგვიანებით მწერალი უკმაყოფილო იყო თავისი პირველი წიგნით და ანადგურებდა ყველა ეგზემპლარს, რომელიც ხელში ხვდებოდა. კრიტიკაც არ იყო სახარბიელი, მაგრამ წიგნმა მიიპყრო ჰოლივუდური პროდიუსერისა და სცენარისტის ლეონარდ სპიგელგას ყურადღება, რომლის წყალობითაც ჩივერი გაიწვიეს ჯარის განყოფილებიდან.
ომისშემდგომ წლებში ჩივერმა ყურადღება მთლიანად მწერლობაზე გადაიტანა. მოთხრობების მეორე კრებული „გიგანტური რადიო“ გამოვიდა 1953 წელს და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა მისი წარმატება სელინჯერის ნამუშევარმა „ცხრა მოთხრობამ“ დაჩრდილა. 1956 წლის ზაფხულში მწერალი ამთავრებს მუშაობას რომანზე „უოპშოტების ოჯახის ქრონიკები“. 1964 წელს გამოიცა რომანის გაგრძელება „სკანდალი უოპშოტების ოჯახში“, რომელმაც კრიტიკოსების კარგი შეფასება მიიღო.
იმავე წელს მწერალი პირველად ეწვია სსრკ-ს (მეორედ — 1971 წელს). 1964 წლის ივლისში The New Yorker აქვეყნებს მოთხრობას „მოცურავე“, რომლის საფუძველზეც 1968 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გამოვა ბერტ ლანკასტერთან ერთად მთავარ როლში. ამ პერიოდში, ჩივერს პირველი პრობლემები შეექმნება ალკოჰოლთან დაკავშირებით და მეუღლესთან მისი ურთიერთობა გაუარესდება.
მწერლის შემდეგი ნაწარმოები, რომანი „ბულეტ პარკი“ გამოიცა 1969 წელს, მაგრამ მიიღო მკვეთრად უარყოფითი კრიტიკა.[17] ავტორის ალკოჰოლიზმი პროგრესირებს და ის იძულებულია დაეხმარებისთვის ფსიქიატრებს მიმართოს. 1973 წლის მაისში ჩივერი თითქმის მოკვდა ფილტვის შეშუპებით. საავადმყოფოში ერთი თვის გატარების შემდეგ ის ბრუნდება სახლში და პირობას დებს, რომ ალკოჰოლს თავი დაანებებს. მიუხედავად ამისა, აგვისტოში ის განაგრძებს სმას. საბოლოოდ სარეაბილიტაციო ცენტრში თერაპიის გავლის შემდეგ, ის ანებებს სმას თავს.[18]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.