ჯონ ბონ ჯოვი

From Wikipedia, the free encyclopedia

ჯონ ბონ ჯოვი

ჯონ ფრენსის ბონჯოვი უმცროსი (ინგლ. John Francis Bongiovi, Jr., დ. 2 მარტი, 1962), უფრო მეტად ცნობილი, როგორც ჯონ ბონ ჯოვი — ამერიკელი მომღერალი-სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, ქველმოქმედი და მსახიობი, ყველაზე კარგად ცნობილი, როგორც როკ-ჯგუფ ბონ ჯოვის 1983 წელს დამაარსებელი და ლიდერი.

სწრაფი ფაქტები ჯონ ბონ ჯოვი, დაბადების სახელი ...
ჯონ ბონ ჯოვი
Thumb
ჯონ ბონ ჯოვი 2017 წელს
დაბადების სახელი ჯონ ფრენსის ბონჯოვი უმცრ.
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1962 (1962-03-02) (63 წლის)
პერთ ემბოი, ნიუ-ჯერსი, აშშ
სხვა სახელები ჯონ ბონ ჯოვი უმცრ.
განათლება წმინდა ჯოზეფის სკოლა, სეირვილის სამხედრო მემორიალური სკოლა
საქმიანობა
  • მომღერალი-სიმღერების ავტორი
  • მუსიკალური პროდიუსერი
  • ქველმოქმედი
  • მსახიობი
აქტიური 1975–დღემდე
მეუღლე(ები) დოროთეა ჰარლი (1989-დღემდე)
შვილ(ებ)ი 4
მშობლები მამა: ჯონ ფრენსის ბონჯოვი უფრ.
დედა: კეროლ შარკი
ნათესავები ტონი ბონჯოვი
ინსტრუმენტი გიტარა, ვოკალი
ჟანრი
ლეიბლ(ებ)ი Island, Mercury
ასოციაციები ბონ ჯოვი, Scandal
აღსანიშნავი ინსტრუმენტები Takamine EF341C
Gibson Les Paul
Fender Telecaster
Duesenberg Starplayer TV[1]
საიტი bonjovi.com
დახურვა

თავისი კარიერის განმავლობაში გამოცემული აქვს ორი სოლო ალბომი და 12 სტუდიური ალბომი ჯგუფთან. ჩანაწერები დღემდე გაყიდულია 130 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. გარდა ამისა, 1990-იანი წლებიდან მან კინოფილმებში მონაწილეობაც დაიწყო. მის როლებს შორის არის მონაწილეობა სერიალებშიც — „სექსი დიდ ქალაქში“ და „ელი მაკბილი“.

როგორც სიმღერების ავტორი, ბონ ჯოვი 2009 წლიდან შეყვანილია სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში.[2][3] 2012 წელს იგი Billboard-ის მუსიკალურ ბიზნესში ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში #50 პოზიციას იკავებდა.[4] 1996 წელს People-მა იგი დაასახელა „ყველა დროის 50 ლამაზ პიროვნებას“ შორის. 2000 წელს იგივე ჟურნალმა მას უწოდა ყ„ველაზე სექსუალური როკ-ვარსკვლავი“. VH1-ის „100 ყველაზე სექსუალური შემსრულებლის“ სიაში ჯონი მეთერთმეტე ადგილს იკავებდა. Hit Parader-ის „100 საუკეთესო მძიმე მეტალის ვოკალისტის“ სიაში ჯონს 31-ე ადგილი ეკავა.[5]

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები
კომპილაციური ალბომები
  • The Power Station Years: The Unreleased Recordings (2001)
  • At the Starland Ballroom Live (2009)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.