From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაია (ინდონ. Jaya; ან პუნჩაკ-ჯაია) — მწვერვალი ინდონეზიაში, კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში, სუდირმანის ქედზე. ოკეანეთის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 4884 მ. აგებულია ულტრაფუძე მაგმური ქანებით. 4500 მ ზევით დაფარულია მარადი თოვლითა და მყინვარებით, რომელთა საერთო ფართობია დაახლოებით 15 კმ². გეოლოგიური თვალსაზრისით, მდებარეობს ავსტრალიის ფილაქანის ფარგლებში.
ჯაია | |
---|---|
ჯაია | |
კოორდინატები: 04°04′44″ ჩ. გ. 137°09′30″ ა. გ. | |
ქვეყანა | ინდონეზია |
სიმაღლე | 4884 მ |
ქედი | სუდირმანის ქედი |
პირველი ასვლა | 1962 |
აღმოაჩინა ნიდერლანდელმა ზღვაოსანმა იან კარსტენსმა გემის ბორტიდან 1623 წელს. მოგვიანებით მწვერვალს მისი სახელი ეწოდა — კარსტენს-ტოპენი ანუ კარსტენსის მთა. 1965 წელს ინდონეზიის პრეზიდენტის — აჰმედ სუკარნოს პატივსაცემად უწოდეს სუკარნო. 1969 წლიდან ეწოდება ჯაია, რაც ქართულ თარგმანში დაახლოებით „გამარჯვებას“ ნიშნავს. ზოგჯერ მწვერვალს უწოდებენ აგრეთვე „კარსტენსის პირამიდას“.
მწვერვალის სიახლოვეს მდებარეობს მაღალმთიანი კარიერი გრასბერგი, საიდანაც მოიპოივებენ ოქროს, ვერცხლსა და სპილენძს. ჯაია შედის ლორენცის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. მწვერვალზე პირველი ასვლა განხორციელდა 1962 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.