From Wikipedia, the free encyclopedia
„ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ (ინგლ. Fantastic Beasts and Where to Find Them) — 2016 წლის ფენტეზის ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული რეჟისორ დევიდ იეიტსის მიერ. იგი არის „ჰარი პოტერის“[7] ფილმების სერიის პირველი დამატებითი ფილმი, ნაწილობრივ ეფუძნება ჯ. კ. როულინგის ამავე სახელწოდების წიგნს და გადაღებულია მწერლის სადებიუტო სცენარის მიხედვით და მისივე პროდიუსერობით.
„ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ | |
---|---|
რეჟისორი | დევიდ იეიტსი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი | ჯ. კ. როულინგი |
ეფუძნება |
ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი — ჯ. კ. როულინგი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი |
ოპერატორი | ფილიპ რუსლო |
მონტაჟი | მარკ დეი |
სტუდია | Heyday Films |
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 133 წთ.[1] |
ქვეყანა | |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $175–200 მილიონი აშშ დოლარი[4] |
შემოსავალი | 814 მილიონი აშშ დოლარი[5][6] |
შემდეგი | „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაულები“ |
ფილმში მთავარ როლს ასრულებს ედი რედმეინი, ხოლო მეორეხარისხოვან როლებში არიან კეთრინ უოტერსტონი, დენ ფოგლერი, ელისონ სუდოლი, ეზრა მილერი, სამანთა მორტონი, ჯონ ვოიტი, კარმენ ეჯოგო, რონ პერლმანი და კოლინ ფარელი. „ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი“ არის პირველი „ჯადოსნური ცხოველების“ ფილმების სერიაში და მეცხრე როულინგის ჯადოსნური სამყაროს სერიის ეკრანიზაციებში.
ფილმის პრემიერა გაიმართა ნიუ-იორკში 2016 წლის 10 ნოემბერს. მსოფლიო კინოგაქირავებაში იგი ჩაეშვა 2016 წლის 18 ნოემბერს, 3D, IMAX 4K Laser და სხვა ფორმატებში. კრიტიკოსებისგან და ძირითადი მაყურებლებისგან დადებითი შეფასებებით, „ჯადოსნური ცხოველების“ შემოსავალმა 814 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2016 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიის მერვე ადგილზე მოახვედრა. ფილმი ნომინირებული იყო BAFTA-ზე (სხვადასხვა ჯილდოს შორის – საუკეთესო ბრიტანული ფილმის კატეგორიაშიც) და გაიმარჯვა საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში. იგი აგრეთვე ნომინირებული იყო ორ ოსკარზე და გაიმარჯვა საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის კატეგორიაში, იქცა რა როულინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ პირველ ფილმად, რომელსაც ეს ჯილდო მიენიჭა[8].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.