Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ხუან კრისოსტომო ტორიკო გონსალესი (ესპ. Juan Crisóstomo Torrico González) (დ. 21 იანვარი 1808, ლიმა, პერუ — გ. 27 მარტი 1875, პარიზი, საფრანგეთი) — პერუელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. 1842 წელს 16 აგვისტოდან 17 ოქტომბრამდე ასრულებდა პერუს პრეზიდენტის მოვალეობას.
დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში მსახურობდა ხოსე სან-მარტინის არმიაში. იგი პრეზიდენტის პოსტიდან სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდო ფრანსისკო ვიდალმა და გაიქცა ბოლივიაში, საიდანაც ებრძოდა ვიდალისა და ვივანკოს ხელისუფლებას.
ტორიკო გონსალესი პერუში დაბრუნდა ვივანკოს ხელისუფლების დამხობის შემდეგ. რამონ კასტილიას ხელისუფლებაში ეკავა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის პოსტები, ხოლო შემდეგ ხუან ანტონიო პესეტის მთავრობის დროს დაინიშნა პერუს ელჩად საფრანგეთში. გარდაიცვალა პარიზში 1875 წელს.
წინამორბედი: მანუელ მენენდესი |
პერუს პრეზიდენტი 1842 |
შემდეგი: ფრანსისკო ვიდალი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.