ესპანელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
ხოსე ანტონიო რეიეს კალდერონი (ესპ. José Antonio Reyes Calderón [xoˈse anˈtonjo ˈreʝes kaldeˈɾon]; დ. 1 სექტემბერი, 1983 — გ. 1 ივნისი, 2019) — ესპანელი ფეხბურთელი, მარცხენა გარემარბი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხოსე ანტონიო რეიეს კალდერონი | ||
დაბადების თარიღი | 1 სექტემბერი, 1983 | ||
დაბადების ადგილი | უტრერა, ესპანეთი | ||
გარდაცვალების თარიღი | 1 ივნისი, 2019 (35 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | უტრერა, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 175 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1994-1999 | სევილია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999–2001 | სევილია B | 32 | (1) |
2000–2004 | სევილია | 86 | (22) |
2004–2007 | არსენალი | 69 | (16) |
2006–2007 | → რეალ მადრიდი | 30 | (6) |
2007–2011 | ატლეტიკო მადრიდი | 104 | (8) |
2008–2009 | → ბენფიკა | 24 | (4) |
2012–2016 | სევილია | 109 | (9) |
2016–2017 | ესპანიოლი | 21 | (3) |
2018 | კორდობა | 17 | (1) |
2018 | ტიანშინი | 14 | (4) |
2019 | ესტრემადურა | 9 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2003 | ესპანეთი 16 წლ. | 4 | (1) |
2003 | ესპანეთი 19 წლ. | 3 | (0) |
2004 | ესპანეთი 21 წლ. | 4 | (1) |
2003–2005 | ესპანეთი | 21 | (4) |
2003–2006 | ანდალუსია | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 აპრილი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 აპრილი, 2019 |
ხოსე ანტონიო რეიესი „სევილიის“ აკადემიის აღზრდილია და ამ გუნდის რიგებში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. 2004 წელს ლონდონის „არსენალში“ გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა, ის იმ ლეგენდარული გუნდის წევრი იყო, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო, 49 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. რეიესმა გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იასპარეზა, სადაც ლეგენდარულ მატჩში „ბარსელონასთან“ დამარცხდა.
„არსენალიდან“ განათხოვრების წესით „რეალ მადრიდში“ გადავიდა, სადაც 2006-07 წლების სეზონში სამეფო კლუბმა ლა ლიგა ბოლო ტურში, სწორედ მისი დუბლის წყალობით მოიგო.
რეალში იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ის „არსენალიდან“ მადრიდულმა „ატლეტიკომ“ გამოისყიდა, სადაც 2007-11 წლებში 104 თამაშში 8 გოლი გაიტანა, 2008-09 წლების სეზონი კი განათხოვრების წესით პორტუგალიურ „ბენფიკაში“ გაატარა.
ატლეტიკოს შემდეგ რეიესი ისევ „სევილიას“ დაუბრუნდა, სადაც 2012-2016 წლებში ასპარეზობდა, ამის შემდეგ რეიესმა „ესპანიოლში“, „კორდობასა“ და „ტიანშინში“ იასპარეზა, ხოლო მისი ბოლო საფეხბურთო გუნდი „ესტრემადურა“ გამოდგა. ხოსე ანტონიო რეიესს ესპანეთის ნაკრებში 2003-2006 წლებში 21 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ის ნაკრებს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეხმარებოდა, სადაც საკულტო 10 ნომრიანი მაისური ემოსა.
ესპანელი ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპა ლიგა 5-ჯერ აქვს მოგებული, სამჯერ „სევილიის“, ორჯერ კი „ატლეტიკოს“ რიგებში.[2][3] ამას გარდა მან თითოჯერ ესპანეთის თასი, სუპერთასი, ესპანეთის ჩემპიონატი, ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი, პორტუგალიის თასი და ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი მოიგო.
2019 წლის 1 ივლისს, 35 წლის ასაკში რეიესი ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში. ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:40 საათზე, სევილია-უტრერას გზაზე მოხდა, რეიესის მშობლიურ ქალაქში. რეიესთან ერთად მანქანაში მისი ბიძაშვილები ხონათან რეიესი და მანუელ კალდერონი იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. „Mundo Deportivo“-ს ცნობით, მანქანა გზიდან გადავიდა, რის შემდგომაც ცეცხლი გაუჩნდა.
სევილია[4]
არსენალი[4]
რეალ მადრიდი[4]
ატლეტიკო მადრიდი[4]
ბენფიკა[4]
ესპანეთი 19 წლ.[4]
ინდივიდუალური
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.