ომი ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის

From Wikipedia, the free encyclopedia

ომი ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის

ხორვატიის ომი დამოუკიდებლობისთვის იყო შეიარაღებული კონფლიქტი ხორვატიის პოლიციასა და ხორვატიაში მცხოვრებ სერბებს შორის, რომლებიც ხორვატიის იუგოსლავიიდან გამოყოფის წინააღმდეგნი იყვნენ.

სწრაფი ფაქტები ხორვატიის ომი დამოუკიდებლობისთვის, თარიღი ...
ხორვატიის ომი დამოუკიდებლობისთვის
იუგოსლავიის ომების ნაწილი
Thumb
ხორვატული ტანკი T-55
თარიღი 1991 - 1995
მდებარეობა ხორვატია
შედეგი ხორვატიის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ხორვატიამ მთელი ხორვატიის ტერიტორიის კონტროლი აიღო ხელში
მხარეები
ხორვატია
ხორვატიის გასამხედროებული ორგანიზაციები
სერბული კრაინა
სერბეთი
სერბეთის გასამხედროებული ძალები
ინა
მეთაურები
ფრანიო ტუჯმანი
ანტუნ ტუსი
იანკო ბობედკო
ატიფ დუდაკოვიჩი
სლობოდან მილოშევიჩი
რატკო მლადიჩი
მილან ბაბიჩი
მილე მრკშიჩი
მილან მარტიჩი
დანაკარგები
ხორვატული წყაროები:
  • 13,583 მოკლული ან დაკარგული
  • 37,180 დაჭრილი

საერთაშორისი წყაროები:

  • 20,000+ მოკლული ან დაკარგული
  • 196,000 ლტოლვილი
სერბული წყაროები:
  • 6,760 მოკლული ან დაკარგული
    • 4,324+ ჯარისკაცი
    • 2,344+ მშვიდობიანი მოსახლე
  • 447,316 ლტოლვილი

გაეროს წყაროები:

  • 300,000 ლტოლვილი
ომი ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის ვიკისაწყობში
დახურვა

ეს ომი ხორვატებში ცნობილია როგორც Domovinski rat (ბრძოლა სამშობლოსათვის)

ხოლო სერბებშიrat u Hrvatskoj (ხორვატიის ომი)

1991:ომისთვის მზადება

Thumb
ბრძოლისას განადგურებული ტანკი

1990-იან წლებში ეროვნულმა სიძულვილმა, ხორვატებსა და სერბებს შორის, პიკს მიაღწია. სერბებმა ხორვატიის პოლიციის საგუშაგოებზე შეტევები დაიწყეს. მხოლოდ 1991 წლის აპრილში, 20 ხორვატი პოლიციელი დაიღუპა, სერბებთან შეტაკებაში. ხორვატიის სერბი უმცირესობები მოითხოვდნენ ხორვატიისაგან, კრაინის(სერბული დასახლება ხორვატიაში) ხორვატიისაგან გამოყოფას.

1991 წლის 25 ივნისს, ხორვატიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1 თვის შემდეგ, სერბებმა, სარაკეტო დარტყმები მიიტანეს ხორვატულ ქალაქებზე, როგორებიცაა დუბროვნიკი, გოსპიჩი, შიბენიკი, სისაკი, ვუკოვარი და სხვ.

აგვისტოში, სერბებმა, ხორვატიის განაპირა ქალაქის, ვუკოვარის შტურმი წამოიწყეს. სერბებმა იგი 18 ნოემბერს აიღეს, რასაც უამრავი უდანაშაულო ხორვატის სიცოცხლე შეეწირა.

5 ოქტომბერს, ხორვატიის პრეზიდენტი, ფრანიო ტუჯმანი სიტყვით გამოვიდა, სადაც მან მთელს ხორვატიის მოსახლეობას მოუწოდა სამხედრო მობილიზაციისა და „სერბი იმპერიალისტებისაგან“ თავის დაცვისკენ.

19 დეკემბერს, კრაინას ავტონომიურმა რესპუბლიკამ თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა.

1995:ომის დასრულება

Thumb
ოპერაცია ფლეში

კრაინამ, საერთაშორისო წნეხის გამო, სერბეთის მხარდაჭერა დაკარგა. შედეგად, ხორვატიის ჯარებმა შედეგიანი შტურმი (ოპერაცია ფლეში) მიიტანეს კრაინის დასავლეთ ნაწილზე (დას.სლავონია).

Thumb
ოპერაცია შტორმი

4 აგვისტოს ხორვატიამ დაიწყო „ოპერაცია შტორმის“ განხორციელება. მხოლოდ 4 დღეში, კრაინა დატოვა 150 000 მეტმა სერბმა. ისინი მსხვერპლნი გახდნენ დაგეგმილი ეთნიკური წმენდისა, რომლის ხელმძღვანელი ანტე გოტოვინა შემდგომში ჰააგის ტრიბუნალზე გაასამართლეს.

ოპერაცია, 4 დღეში, 7 აგვისტოს, ხორვატიის დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა . ხორვატიის ჯარებმა სრული კონტროლი აღადგინეს კრაინაზე.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ომი ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.