ხირსა

From Wikipedia, the free encyclopedia

ხირსა

ხირსასოფელი საქართველოში, კახეთის მხარის სიღნაღის მუნიციპალიტეტში. შედის ქვემო მაჩხაანის თემში.

სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი
ხირსა
Thumb
ქვეყანა  საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თემი ქვემო მაჩხაანი
კოორდინატები 41°31′57″ ჩ. გ. 46°05′33″ ა. გ.
მოსახლეობა 359[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 71,3 %
სომხები 10,0 %
რუსები 9,2 %
სხვები 9,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
Thumb
Thumb
Thumb
დახურვა

ისტორია

ძვ. წ. ათასწლეულის I მესამედში წარმოიქმნა დაბის ტიპის მსხვილი სამოსახლო. განვითარებული იყო კერამიკის წარმოება. ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში ქალაქური ხელოსნური წარმოების ჩასახვისა და განვითარების პერიოდში ხირსა თანდათან დაქვეითდა.

VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთმა მქადაგებელმა სტეფანე ქიზიყელმა (სტეფანე ხირსელმა) აქ მონასტერი დააარსა. ისტორიული ტრადიციით, იგი აქვეა დაკრძალული. წმინდა სტეფანეს მონასტერი დიდ როლს ასრულებდა კახეთის, კერძოდ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის რელიგიურ ცხოვრებაში. დღეისათვის შემონახულია გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგებულია VI საუკუნის ბაზილიკის ადგილზე. ძეგლი მრავალჯერ არის გადაკეთებული (VIII-IX სს., XI ს., XVI ს.).

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 359 ადამიანი.

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]573263310
2014[1] 359178181
დახურვა

იხილეთ აგრეთვე

Thumb
ხისრსის ერთ-ერთი უბნის პანორამა

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.