Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ხინოწმინდის საეპისკოპოსო — გურიის სამთავროს ერთ-ერთი ეპარქია. დაარსდა XV საუკუნის მიწურულს. მოიცავდა ქვემო გურიას — ჩოლოქსა და ჭოროხს შორის მდებარე ტერიტორიას, ამჟამინდელ ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ქ. ბათუმს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ნაწილს.
ხინოწმინდელის რეზიდენცია იყო იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ხინოწმინდაში. 1759 წელს გამართულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც ტყვის სყიდვა აკრძალა, მონაწილეობდა ხინოწმინდელი ეპისკოპოსი მაქსიმე II. ხინოწმინდის ეპარქია გაუქმდა ქვემო გურიის ოსმალეთის მიერ დაპყრობის გამო. XVIII საუკუნის დამდგეგიდან ოსმალეთმა დაიკავა ხინოწმინდის საეპისკოპოსოს სამხრეთი ნაწილი, 1772 წელს კი მთლიანად დაიკავა ეპარქიის ტერიტორია. უკანასკნელი ხინოწმინდელი იოანე მოწყობილი (წუწუნავა) 1780 წლის 1 აგვისტოს ჯუმათის საეპისკოპოსოს წინაძღვრად დაინიშნა. მან ხინოს სიწმინდეები გამოჩინებულის მონასტერში გახიზნა, მათ შორის იყო ღვთისმშობლის ოქროს ხატი, რომელიც 1905 წელს გაიტაცეს. იოანე წუწუნავა ხინოწმინდის ოსმალების მიერ დაპყრობის შემდეგ იყო ხონისა და ცაგერის მონასტრების წინამძღვარი.[1]
XIX საუკუნის დასაწყისში ხინოწმინდელ ეპიკოპოსად აკურთეს დავით წერეთელი, მაგრამ მისი ეპისკოპოსობა ფიქტიური იყო და მხოლოდ წოდებას ატარებდა. ხინოწმინდის ტერიტორია 1878 წელს მოექცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ აქ ეპარქია აღარ აღუდგენიათ და ეს ტერიტორია გურიის ეპარქიას მიაკუთვნეს. ამჟამად ხინოწმინდის ტერიტორია მოქცეულია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში.
ხინოწმინდელი ეპისკოპოსები იყვნენ:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.