Remove ads

გურიის ეპარქიარუსეთის მართლადიდებელ ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული ეპარქია 1844-1885 წლებში, რომელიც მოიცავდა საქართველოს ისტორიულ მხარე გურიას. ეპარქიის კათედრა 1882 წლამდე იყო ჯუმათის მონასტერი, შემდეგ ოზურგეთი.

გურიის ეპარქია დაარსდა 1844 წლის 1 აპრილს. გურიის ეპარქია მოიცავდა მანამდე არსებულ შემოქმედის, და ჯუმათის საეპისკოპოსოებს. 1878 წელს გურიის ეპარქიას შეუერთდა ხინოწმინდის საეპისკოპოსო, რომელიც 1877-78 წლების ომში წაართვა რუსეთმა ოსმალეთს. 1884 წლის მონაცემებით გურიის ეპარქიაში იყო სამი მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათის და უდაბნოს) 15 ბერი და სამი მორჩილი. მოქმედებდა 132 ეკლესია, მათგან 102 ქვის, 30 ხის[1]1882 წელს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვს, რომელიც ვიზიტად ოზურგეთში იმყოფებოდა, შესთავაზა გურიის ეპარქიაში გაერთიანებულიყო რუსეთის იმპერიის მიერ ახლადშეერთებული ბათუმი და აჭარა.[2] 1885 წლის 12 ივნისს გურიის და სამეგრელოს ეპარქიები გაერთიანდა გურია-სამეგრელოს ეპარქიაში.

Remove ads

ეპისკოპოსები

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads