From Wikipedia, the free encyclopedia
ჭირი (ლათ. pestis — სენი) — ბუნებრივი კერის მქონე მწვავე ინფექციური დაავადება კარანტინული ინფექციების ჯგუფისა. მიმდინარეობს განსაკუთრებით მძიმე საერთო მდგომარეობით, ციებ-ცხელებით, ლიმფური კვანძების, ფილტვებისა და სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანებით, ხშირად სეფსისის განვითარებით. დაავადება ხასიათდება მაღალი ლეტალურობითა და საკმაოდ მაღალი ინფექციურობით.
ჭირი | |
---|---|
ჭირის ბაქტერია ფლუორესცენტული მიკროსკოპიის დროს. | |
დარგი | infectious diseases |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 14226 |
ICD-10 | A20.{{{3}}} |
ICD-9 | 020 |
MedlinePlus | 000596 |
eMedicine | eMedicine: med/3381 |
Patient UK | ჭირი |
ბუნებრივ კერებში ინფექციის წარმოქმნის წყაროებსა და რეზერვუარებს წარმოადგენენ მღრღნელები — ზაზუნები, ციყვები, ვირთხები (ნაცრისფერი და შავი), აგრეთვე კურდღლისებრნი, კატები და აქლემები[1]. ინფექციის აღმგზნების გადამტანი 55 სხვადასხვა სახეობის რწყილია[2].
აღმგზნებს წარმოადგენს ჭირის ბაცილა (ლათ. Yersinia pestis), რომელიც 1894 წლის ივნისში აღმოაჩინეს ფრანგმა ალექსანდრე იერსენმა და იაპონელმა კიტასატო სიბასაბურომ.
ჭირის ცნობილმა პანდემიებმა, რომლებმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირეს, ღრმა კვალი დატოვეს მთელი კაცობრიობის ისტორიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.