From Wikipedia, the free encyclopedia
წვრილფეხა (ინგლ. Smallfoot) — 2018 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური კომედიური ფილმი, რომელიც წარმოებული Warner Animation Group- ის მიერ და გავრცელებულია Warner Bro Pictures-ის საშუალებით. ფილმი ეფუძნება სერხიო პაბლოსის გამოუქვეყნებელ საბავშვო წიგნს „თოვლის კაცის ნაკვალევი“. ფილმის რეჟისორი და თანაავტორია კერი კირკპატრიკი. ფილმში თამაშობენ: ჩანინგ ტატუმი, ჯემს კორდენი, ზენდეია, ქომონი, ლებრონ ჯეიმზი, ჯინა როდრიგესი, დენი დევიტო, იარა შაჰიდი, ელი ჰენრი და ჯიმი ტატრო. ფილმი მოგვითხრობს იეტების ჯგუფის ცხოვრებაზე, რომლებიც მანამდე უცნობ არსებას, ადამიანს ხვდებიან.
„წვრილფეხა“ | |
---|---|
ინგლ. Smallfoot | |
ფილმის ტიპი | ანიმაციური |
რეჟისორი | კარი კირკპარიკი |
პროდიუსერი |
ბონი რედფორდი გლენ ფიკარა ჯონ რექუა |
ეფუძნება | „თოვლის კაცის ნაკვალევი“ |
როლებში |
ჩანინგ რარუმი ჯეიმზ კორდენი ზენდეია ქომონი ლებრონ ჯეიმზი ჯინა როდრიგესი დენი დევიტო |
კომპოზიტორი | ჰეიტორ პერეირა |
მწარმოებელი კომპანია |
Warner Animation Group Zaftig Films |
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი | 28 სექტემბერი, 2018 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 96 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური ენა |
ბიუჯეტი | 80 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 214 მილიონი აშშ დოლარი |
წვრილფეხა თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2018 წლის 28 სექტემბერს. კრიტიკოსების მხრიდან ძირითადად დადებითი მოწონება დაიმსახურა და მთელ მსოფლიოში 214 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
ფილმის სცენარის ავტორები არიან გლენ ფიქარა და ჯონ რექუა, რომლებიც შთაგონებულები იყვნენ სერხიო პაბლოსის ორიგინალური იდეიდან.[1]
წვრილფეხა-ს კონცეფცია შემუშავდა მანამ, სანამ რეჟისორი კარიე კირკპატრიკი არ შეუერთდებოდა პროექტს 2016 წლის ივლისში; მან ანიმაციას გადახედა და მასში რამდენიმე შესწორებაც შეიტანა.[2]
2017 წლის 11 მაისს ცნობილი გახდა, რომ ფილმში მონაწილებას მიიღებდნენ ჩენინგ ტატუმი, ზენდეია და ჯინა როდრიგესთან, სადაც ისინი მთავარი გამხმოვანებლების როლებს შეასრულებდნენ.[3] ფილმი ანიმაციური სახით შექმნა Sony Pictures Imageworks-მა, რომელმაც, ასევე იმუშავა Warner Animation Group-ის პროექტ წეროები-ზე,[4] წარმოებისას კი გამოყენებულ იქნა Autodesk Maya.[5] რაიან ო'ლოფლინი, DreamWorks Animation ვეტერანი, თავდაპირველად იყო ფილმის რეჟისორი, მაგრამ მისი ადგილი მოგვიანებით კირპატრიკმა დაიკავა.[6]
ფილმის მელოდია შექმნა ჰეიტორ პერეირამ. სიმღერები დაწერა კერი და უეინ კირკპატრიკმა. ფილმს თავდაპირველად სიმღერები არ ჰქონდა, წარმოების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, მოგვიანებით კი ტობი ემერიხის ინიციატივით მუსკაზე მუშაობა დაიწყო.[7][8]
ფილმი გამოვიდა 2018 წლის 28 სექტემბერს.[9]
2018 წლის ზაფხულის ბოლოს, ამერიკულმა პიცის ქსელმა Chuck E. Cheese's- მა განაცხადა, რომ ისინი ფილმის ოფიციალური პარტნიორი იქნებოდნენ.[10] ფილმის გასავრცელებლად იყენებდნენ მარკეტინგული მასალებს, კერძოდ როგორიცაა: ლოს ანჯელესის პლაკატების სერია, რომლებიც რეკლამირებას უწევდნენ ფილმის მსახიობებს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა ,,ზენდეია მიჩია", რომელიც მოგვიანებით ინტერნეტ მიმად გადაიქცა.[11]
წვრილფეხა–მ გამოიმუშავა 83,2 მილიონი აშშ დოლარი შეერთებულ შტატებსა და კანადაში, ხოლო 130,9 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიოს სხვა ნაწილებში, საერთო ჯამში კი- ფილმის მთლიანმა შემოსავალმა 214.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[12]
შეერთებულ შტატებსა და კანადაში წვრილფეხა-ს პრემიერა შედგა ღამის სკოლის, პატარა ქალებისა და ჯოჯოხეთის ფესტივალის პარალელურად და მისი პრემიერიდან 25-30 მილიონი დოლარის მოგროვება იყო დაგეგმილი.[13] ფილმმა პირველ დღეს 6.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მათ შორის 850 000 აშშ დოლარი ხუთშაბათის ღამის მიმოხილვიდან, რაც უფრო მეტია Warner Animation Group- ის წინა ანიმაციის წეროები-ს შედეგზე (435 000 დოლარი 2016 წელს). ფიმის შემოსავალმა 23 მილიონ დოლარს მიაღწია და მეორე ადგილზე გავიდა ღამის სკოლის სალაროებში.[14] მეორე შაბათ-კვირას მან 14,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მესამე კვირას - 9,1 მილიონი დოლარი. ფილმის შემოსავალი კვირდან-კვირამდე დაახლოებით 37%-ით იკლებდა.[15][16]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.