From Wikipedia, the free encyclopedia
ძველი იაპონური ენა (იაპონურად 上代日本語 jōdai nihongo მ.შ.ს.დ.მ. 上古日本語 jōko nihongo) — იაპონური ენის უძველესი, დამწერლობის მქონე ერთ-ერთი ფორმა.
ძველი იაპონური ენის ზუსტი დათარიღება გაძნელებულია. დასათარიღებელი დროის ყველაზე მისაღები ზემო ზღვარი უნდა იყოს 794 წელი, როცა დედაქალაქი ჰეიჯო-კჲოდან ჰეიან-კჲოში გადაიტანეს. რაც შეეხება დროის ქვემო ზღვარს, იგი სრულიად გაურკვეველია.
ნაპოვნია ხის დაფებსა და სხვა რელიქტებზე შესრულებული ფრაგმენტული წარწერები, მაგრამ პირველი მეტ-ნაკლები სიდიდის ტექსტი არის კოჯიკი 712 წლიდან. ეს დრო კი სრულიად შემთხვევით ნარას პერიოდს ემთხვევა (710–794 წლები).
უძველესი დამწერლობის წყაროებს წარმოადგენს კოჯიკი (712), ფუდოკი (720), ნიჰონ შოკი (720) და მან’ჲოში (771 წლის შემდეგ).
ყველაზე ადრეული ტექსტები იაპონიაში შექმნილია კლასიკურ ჩინურზე, ტექსტებს, სავარაუდოდ, კანბუნის მეთოდით იაპონურად კითხულობდნენ. ტექსტების ნაწილში ჩანს იაპონური გრამატიკის გავლენა. მაგ. ზმნის დაყენება ობიექტის შემდეგ. ამგვარ „ჰიბრიდულ“ ტექსტებში დროდადრო ჩინურ ნიშნებს ფონეტიკურ ნიშნებად ანაცვლებდნენ-ხოლმე იაპონური ნაწილაკების გამოსახატავად. დროთა განმავლობაში ჩინური სადამწერლო ნიშნების გამოყენება ისე გახშირდა რომ საბოლოოდ მანიოგანა (Man’yōgana) წარმოიშვა. ეს სისტემა ადგილ-ადგილ ისედაც გამოიყენებოდა კოჯიკის არაპროზაულ ტექსტებში მანამ, სანამ უკვე ჩამოყალიბებული ფორმის მქონე მანიოშუს (Man’yōshū) გამოიყენებდნენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.