From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილო-დასავლეთის ოლქი (ინგლ. North-West District) — ოლქი ბოტსვანაში. ოლქი შეიქმნა 2001 წელს, როდესაც გაერთიანდა ნგამილენდის და ჩობეს ოლქები. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მაუნი (en:Maun). 2011 წლის აღწერის მიხედვით ოლქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 175 631 ადამიანს[1].
ოლქი | |
---|---|
ჩრდილო-დასავლეთის ოლქი ინგლ. North-West District | |
ქვეყანა | ბოტსვანა |
ადმ. ცენტრი | მაუნი |
კოორდინატები | 19°30′00″ ს. გ. 23°30′00″ ა. გ. |
ფართობი | 129 930 კმ² |
მოსახლეობა | 175 631 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 1,35 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] |
ოლქის ცენტრალურ ნაწილში მიედინება მდინარე ოკავანგო და მისი მრავალი შენაკადი, ასევე ამავე მდინარის დელტა. სამხრეთში მდებარეობენ მლაშობ ნიადაგიანი ქვაბულები: მადონგო, ნგვაკო, მასალანიანე; ჩრდილო-დასავლეთში — ცოდილოს მთები, მდინარეები: ნგამასერი და ცკაუდუმი. ბუნების დაცვის ტერიტორიები: ბუნების ნაკრძალი მორემი (ცენტრში), ეროვნული პარკი ჩობე (ჩრდილოეთში), ნხაი პანი (აღმოსავლეთში), გცვიჰაბას გამოქვაბულები.
მეზობელი ადმინისტრაციული ერთეულები:
4000 მაცხოვრებელზე მეტი:
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ოლქი დაყოფილია 4 სუბოლქად:
ოლქის უკიდურეს აღმოსავლეთში მიმდინარეობს მანგანუმის საბადოს და ასბესტის მოპოვება. მაუნში და კასანეში (უკიდურეს ჩრდილოეთში) მდებარეობს აეროპორტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.