From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინური ლიტერატურა — ათასობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა ადრეული დინასტიური სასამართლოს არქივებიდან მინგის დინასტიის დროინდელ ხალხურ მხატვრულ და გასართობ რომანებამდე. ფართოდ გავრცელებული გრავიურები დაინერგა თანგის დინასტიის დროს (618–907), ხოლო მოძრავი ტიპით ბეჭვდა გამოიგონა ბი შენგმა (990-1052) სუნგის დინასტიის პერიოდში (960-1279), ამის საშუალებით წერილობითი ცოდნა სწრაფად გავრცელდა მთელ ჩინეთში. უფრო თანამედროვე პერიოდში მწერალმა ლუ სუნმა (1881-1936) დააფუძნა ბაიჰუა ლიტერატურა ჩინეთში.
ჩინური ლიტერატურა ათასობით წელს ითვლის.
პოეზიის კლასიკური განმარტება გადმოცემულია უძველეს ჩინურ წიგნში „სიმღერების წიგნი“ („შიძინგი“), რომელიც დაიწერა ჭოუს დინასტიის დროს და მასში შევიდა 305 ლექსი. აქ პოეზია განმარტებულია, როგორც მისწრაფებათა გამოხატვა.
„სიმღერების წიგნის“ შემდეგ ჩნდება პოეტური ნაწარმოებების სახეობა - „ჩუ ც“ (ჩუს სტროფები). ეს პოეზია ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში გამოჩნდა. ამ პოეზიის მთავარი წარმომადგენელი არის - ციუ იუანი. ია არის ჩინელი ხალხისთვიის ყველაზე საპატივცემულო პოეტი.
ხანის დინასტიის დროს არსებობდა მუსიკალური დაწესებულება სახელწოდებით „ხან იუეფუ“. ეს დაწესებულება აგროვებდა ლექსებს, სიმღერებს. კლასიკური ლირიკის ოქროს ხანად ითვლება თანგის ეპოქა. ლექსების შეთხზვამ მიაღწია დაუჯერებელ მასშტაბებს ამ პერიოდიდან დღემდე შემორჩენილია ორმოცდარვა ათასი ლექსი, ხოლო პოეტების რაოდენობა ორი ათასს აღემატება. იმ პერიოდის საუკეთესო პოეტები იყვნენ: ვან ვეი, ტუ ფუ, ლი პო, მენ ხაოჟანი, პაი ძიუი და სხვა.
კლასიკური ლირიკის ახალი აყვავების ეპოქა დაიწყო სუნგის დინასტიის დროს, როდესაც იქმნებოდა „ცი“ - პოეტური ჟანრის ახალი ფორმა ანუ „სიმღერა“. დიდი წვლილი ამ ფორმის განვითარებაში შეიტანა პოეტმა ლუ იუიმ (მეათე საუკუნე), დაკავშირებულია ისეთი პოეტების სახელებთან, როგორებიცაა ლუ იუი, ლი ძინსი, სუ ში და სხვა. სუნის საუკეთესო პოეტებმა დაუბრუნე პოეტურ ტრადიციებს ჭეშმარიტება და სტილის ლაკონიურობა, მოქალაქეობრივი პათოსი და ფსიქოლოგიური სიღრმე. სუნგის ლირიკოსების ახალ შემოქმედებაში შეიმჩნევა გავლენა ბუდიზმისა და კონფუცის ფილოსოფიური იდეების. ხუთსიტყვიანი პოეზიის მსგავსად, ეს ახალი ფორმა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკალურ ხელოვნებასთან, კერძოდ, მელოდიასთან, რომელიც შემოვიდა ჩინეთში შუა აზიიდან. „ც“ წარმოადგენდა თხრობას (დეკლამაციას) გარკვეული მელოდიის თანხლებით. მინგის და სუნგის ეპოქებში კლასიკური პოეტური ტრადიციები არ იქნა განდიდრებული ახალი ჟანრებით. გვიანი ჩინური პოეზია გახდა ფორმალური ვარჯიშობა და მიმსგავსება. მას ჰქონდა არა ლიტერატურული, არამედ სოციალური, უფრო მეტიც, რიტუალური დატვირთვა.
მინგისა და ცინგის დინასტიების დროს შეიქმნა ჩინური ლიტერატურის ოთხი უდიდესი კლასიკური რომანი. ესენია:
ცინგის დინასტიის ბოლო პერიოდში გაძლიერდა სატირული ლიტერატურა. ამ პერიოდის ლიტერატურული ენა სულ უფრო უახლოვდებოდა სალაპარაკო ენას. რეალიზმისთვის დამახასიათებელმა ახალმა ხაზმა, გაჟღენთილმა შხამიანი სარკაზმით, თავი იჩინა XX საუკუნის ცნობილი მწერლის ლუ სუნის (1881-1936) ნაწარმოებში „შეშლილის დღიურები“, რომელიც გამოქვეყნდა 1918 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ, ლუ სუნმა გამოსცა მოთხრობა „ა ქიუს ნამდვილი ისტორია“ - ახალი ჩინური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები.
1921 წელს იაპონიიდან დაბრუნდა სტუდენტთა ჯგუფი, მათ შორის იყვნენ პოეტი კუო მოჟუო და დრამატურგი თიენ ხანი, რომელთაც ჩამოაყალიბეს „ხელოვნების საზოგადოება“.
ამავე პერიოდში თავისი რომანები გამოაქვეყნა თანამედროვე ჩინეთის მეორე უდიდესმა რომანისტმა პა ძინმა. მოგვიანებით, 30-იან წლებში შექმნა თავისი საუკეთესო ნაწარმოები კიდევ ერთმა პროზაიკოსმა ლაო შემ, რომლის შემოქმედება აღსავსეა კეთილი იუმორით. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „რიქშა“(1938).
ჩინეთისთვის ახალ დრამატურგიად ითვლება პიესები, რომლებიც დაწერილია სალაპარაკო ენაზე. 20-იანი წლების ცნობილმა დრამატურგმა კუო მოჟუომ რამდენიმე ისტორიული პიესა შექმნა.
თანამედროვე ჩინელ მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია - მო იენი, რომელმაც 2012 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.