From Wikipedia, the free encyclopedia
ჩემი ქალაქის ვარსკვლავი — 1970 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. რეჟისორი ოთარ აბესაძე.[1]
„„ჩემი ქალაქის ვარსკვლავი““ | |
---|---|
კადრი ფილმიდან | |
დამდგმელი რეჟისორი | ოთარ აბესაძე |
პროდიუსერი | შოთა ლაფერაძე |
სცენარის ავტორი | ოტია იოსელიანი |
როლებში |
ზურაბ ქაფიანიძე, მედეა ბიბილეიშვილი, კარლო საკანდელიძე |
კომპოზიტორი | არჩილ კერესელიძე |
ხმის ოპერატორი | ვიქტორ ენგელსი |
ოპერატორი |
არჩილ ფილიპაშვილი, ალექსანდრე დუბინსკი |
მხატვარი | ვასილ არაბიძე |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1970 |
ხანგრძლივობა | 89 წუთი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ახალგაზრდა მსახიობი ქალი — ოლოლი ქმართან განქორწინების შემდეგ პროვინციულ ქალაქში ბრუნდება მშობლებთან. დედას და მამას არ ესმით ქალიშვილის პროფესიული და ცხოვრებისეული არჩევნის, რაც ხშირად ხდება ოჯახური უთანხმოების მიზეზი. ოლოლს მაშინვე მიაქცევს ყურადღებას თანამდებობის პირი მამის ხელქვეითი, მაგრამ, ქალი გრძნობს, რომ მამაკაცი კარიერული წინსვლის სურვილითაა შეპყრობილი და მხოლოდ ამიტომ ცდილობს მისი გულის მოგებას. პროვინციული თვალთმაქცობა, მლიქვნელობა, ჭორები, მშობლების დრომოჭმული შეხედულებები სულს უხუთავს ახალგაზრდა ქალს. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოლოლს მხარში უდგას, მისი ძმაა — რეჟისორი ფარნაოზი. მისი დახმარებით, ოლოლი ადგილობრივ თეატრში გადაწყვეტს თამაშს. მისივე მეოხებით, ქალი შემთხვევით გაიცნობს გუჯას, რომელიც მშენებლობაზე მძღოლად მუშაობს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ოლოლი მასში საინტერესო მოსაუბრეს და განსხვავებული ხედვის ადამიანს აღმოაჩენს. ახალგაზრდები ერთმანეთს უახლოვდებიან და მათ შორის გრძნობები ჩნდება, მაგრამ, განსხვავებული სოციალური მდგომარეობა და ინტერესები მაინც იჩენს თავს. გუჯას უჭირს ოლოლის ამაყ და თავისუფალ ხასიათთან შეგუება, ვერც საზოგადოების იმ ნაწილის აზრს აღწევს თავს, ვინც მსახიობის პროფესიას არასერიოზულად თვლის. იგი და ოლოლი სცილდებიან. ფარნაოზის დადგმულ სპექტაკლს დიდი მოწონება ხვდება წილად, ოლოლის შესახებ ადგილობრივი გაზეთები წერენ, მაგრამ წარმატებისაგან ტკბობის მაგიერ, მას ახალი ელდა ელის: გუჯა მშობლების მიერ შერჩეულ საცოლეზე ქორწინდება. ქორწილში თეატრის დასიცაა დაპატიჟებული. წამიერ შეხვედრას ორივე მტკივნეულად განიცდის. გუჯა ქორწინების ღამესვე ტოვებს პატარძალს და სახლიდან მიდის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.