კემპინგი/გლემპინგი. კულტურული თავშეყრის ადგილი. From Wikipedia, the free encyclopedia
ჩამო — გლემფინგისა და კემპინგის სივრცე, რომელიც მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში,[1] ბახმაროს მთის მისადგომებთან,[2] ზღვის დონიდან 400 მეტრზე. „ჩამო“ მიზნად ისახავს გურიის რეგიონის პოპულარიზაციასა და ეკოტურიზმის განვითარებას.[3] აგრეთვე მოიაზრება, როგორც კულტურული თავშეყრის ადგილი.[4]
ჩამო | |
---|---|
„ჩამოს“ ლოგო | |
მდებარეობა | |
41°54′56″ ჩ. გ. 42°08′34″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | გურია |
რაიონი | ვაკიჯვარი |
ძირითადი ინფორმაცია | |
დაარსების წელი | 2019 |
ტიპი | კერძო |
ფართობი | 1200 მ² |
chamocamp.wordpress.com | |
საკემპინგო ზონა „ჩამო“ გახსნეს ქართველმა და იაპონელმა ცოლ-ქმარმა მიშა არობელიძემ და ჩიკა ოგიმ 2019 წელს. „ჩამოს“ ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ.[3] მისი ტერიტორია მოიცავს 1200 კვადრატულ მეტრს,[5] სადაც წარმოდგენილია კარვის გასაშლელი სივრცე, მცირე ზომის კოტეჯი[6] და დამხმარე ნაგებობა. აგრეთვე, ტერიტორიაზე გაშენებულია მსხმოიარე და ორნამენტული მცენარეები, რომელთა შორისაა იაპონური საკურა და იაპონური ნეკერჩხალი.[7] „ჩამოს“ ეგრეთ წოდებული „დამალული ბილიკი“, რომელიც 16-მეტრიან ფერდზეა გადაჭიმული მდინარე ნატანებს უერთდება.[3] სამომავლოდ, „ჩამოს” ორგანიზატორები მის გაფართოებას გეგმავენ, მათივე თქმით „ჩამოს“ მალე რამდენიმე ფუნქციური კოტეჯი შეემატება.[8]
„ჩამო“ ყოველთვიურად მასპინძლობს შემეცნებითი ღონისძიებების ციკლს „მიკროსამყარო“, სადაც ლექციებს კითხულობენ მოწვეული სტუმრები — მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები. ლექციების ძირითადი თემაა — ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა და კინემატოგრაფია, რომელიც დაკავშირებულია მიკროსამყაროსთან.[4]
2023 წლის 26 სექტემბერს, გიორგი კეკელიძის, მიშა არობელიძისა და ჩიკა ოგის ინიციატივით ჩამოში გაიხსნა „ურემი-ბიბლიოთეკა“ ან „ურემ-ბიბლიოთეკა“ — მსოფლიოში პირველი ბიბლიოთეკა ურემზე.[9] პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“, კომპანია „გალფი“ და ფონდი „არველაძე“.[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.