From Wikipedia, the free encyclopedia
შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი — ნანა ჯორჯაძის 1996 წლის ქართულ-ფრანგული ფილმი. ის არის პირველი ფილმი, რომელიც ნომინირებული იყო ოსკარზე საქართველოს სახელით.
„შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ | |
---|---|
ჟანრი | კომედია |
დამდგმელი რეჟისორი | ნანა ჯორჯაძე |
პროდიუსერი | თემურ ბაბლუანი |
სცენარის ავტორი | ირაკლი კვირიკაძე |
როლებში |
პიერ რიშარი ნინო კირთაძე |
კომპოზიტორი | გორან ბრეგოვიჩი |
ხმის ოპერატორი | გურამ გოგუა |
ოპერატორი | გიორგი ბერიძე |
მონტაჟი | გიული გრიგორიანი, ვესელა მაჩევსკი |
მხატვარი | ვახტანგ რურუა, თემურ ხმალაძე |
სტუდია | „ადამი და ევა“ |
დისტრიბუტორი |
CTV International |
გამოსვლის თარიღი | 1996 |
ხანგრძლივობა | 100 წთ. |
ქვეყანა | საქართველო |
ენა |
ქართული ფრანგული |
ბიუჯეტი | 17 000 000 ფრანკი |
ანტონ გოგოლაძე საფრანგეთში მარსელ იშაკს გაიცნობს. მარსელი ფრანგი კულინარის, პასკალ იშაკის ძმისშვილია და მის მიერ დატოვებულ ხელნაწერებს ინახავს. ანტონი ხელნაწერებს გაეცნობა და აღმოაჩენს, რომ პასკალ იშაკმა 1920 წელს გაიცნო ქართველ კნეინა ცეცილია აბაშიძე, რომელიც ანტონის დედა იყო და შეუყვარდა იგი. იშაკი ამავდროულად შეყვარებული იყო ქართულ სამზარეულოზე და თბილისში რესტორანს გახსნა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იშაკს რესტორანი ჩამოართვეს, ხოლო ცეცილია რევოლუცონერ ზიგმუნდ გოგოლაძეს გაჰყვა ცოლად. ანტონს ზიგმუნდი მამა ეგონა, თუმცა ხელნაწერების კითხვისას აღმოაჩენს, რომ მისი მამა პასკალ იშაკი ყოფილა, რომელიც ცეცილიას სიკვდილამდე უყვარდა. ანტონი ხელნაწერებს მარსელისაგან ფარულად დაწვავს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.