ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ (რუს. Кабардино-Балкарская Автономная Советская Социалистическая Республика, Кабардино-Балкарская АССР, ყაბ. Къэбэрдей-Балъкъэр АССР, ყარაჩ.-ბალყ. Къабарты-Малкъар АССР) ― ავტონომიური რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რსფსრ-ში. დედაქალაქი ნალჩიკი. ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიოდა 8 რაიონი, 7 ქალაქი და 8 დაბა.

სწრაფი ფაქტები ქვეყანა, დაქვემდებარება ...
ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ
რუს. Кабардино-Балкарская АССР
ყაბ. Къэбэрдей-Балъкъэр АССР
ყარაჩ.-ბალყ. Къабарты-Малкъар АССР
დროშა გერბი
Thumb Thumb

ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაქვემდებარება რსფსრ-ის დროშა რსფსრ
ადმ. ცენტრი ნალჩიკი
კოორდინატები 43°35′00″ ჩ. გ. 43°24′00″ ა. გ.
დაარსდა 5 დეკემბერი, 1936
ფართობი 12470 კმ²
მოსახლეობა 759 586 (1989)[1]
გაუქმდა 16 მაისი, 1992
Thumb
დახურვა

ისტორია

1905-1907 წლების რევულუციების დროს მოეწყო დემონსტრაციები, მიტინგები და შეიარაღებული გამოსვლები. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა რსდმპ პირველი ორგანიზაცია ნალჩიკში, აპრილში კი შეიქმნა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოები. 1918 წლის 18-23 მარტს ჩატარდა საბჭოების I ყრილობა, რომელმაც გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლება. 1918 წლის ივნისს დაიწყო გ. ბიჩერახოვის ანტისაბჭოთა ამბოხება, რომელიც ნოემბერში ჩაახშეს. 1919 წელს ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორია ა. დენიკინის ჯარებმა დაიკავეს. 1920 წლის 24 მარტს XI წითელი არმიის დახმარებით საბჭოთა ხელისუფლება აღდგა. 1921 წლის 1 სექტემბერს რსფსრ-ის შემადგენლობაში შეიქმნა ყაბარდოს ავტონომიური ოლქი. 1922 წლის 16 იანვარს რსფსრ-ის ცაკის დადგენილებით შეიქმნა ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქი. სსრკ-ის 1936 წლის კონსტიტუციით, ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნა ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-დ. 1942 წლის ოქტომბერში მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურმა გერმანიამ მოახდინა ყაბარდო-ბალყარეთის ოკუპაცია. 1943 წლის იანვარში საბჭოთა ჯარებმა რესპუბლიკის ტერიტორია გაანთავისუფლეს. 1944 წლის მარტში ბალყარები შუა აზიაში გადაასახლეს, ხოლო ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ს ეწოდა ყაბარდოს ასსრ. 1957 წლის 9 იანვარს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით ბალყარეთის ეროვნული ავტონომია აღდგა ბალყარეთის ასსრ ისევ ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-დ გარდაიქმნა. 1992 წლიდან მის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა.

ჯილდოები და მედლები

1934 წელს სოფლის მეურნეობაში მიღწეული წარმატებებისათვის ოლქი დაჯილდოვდა ლენინის ორდენით. 1957 წლის 4 ივლისს ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ მეორეჯერ დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, 1971 წლის 31 აგვისტოს ოქტომბრის რევოლუციის ორდენით, ხოლო 1972 წლის 29 დეკემბერს ხალხთა მეგობრობის ორდენით.

ლიტერატურა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.