ქურქუმა[1] (ლათ. Curcuma) — მრავალწლოვანი ბალახების გვარი ჯანჯაფილისებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 0,5–3 მეტრს აღწევს. ფესურა სქელია, დამატებითი ფესვები ხშირად ბოლქვისებურადაა გამსხვილებული. ფოთლები ჩვეულებრივ მსხვილი, ლანცეტა ან წაგრძელებულია. ყვავილები მრავალნაირი შეფერვისაა, სამნაკვთიანი, ორსქესიანი, შეკრებილია კენწერულ ყვავილედებში. ყვავილსაფრის ყველაზე დიდი ფოთლის ძირში მდებარეობს მარტოული მტვრიანა. ნაყოფი კოლოფია. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ეთერის ზეთს.[2]
ქურქუმა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სახლის ქურქუმა (Curcuma longa) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Curcuma L., 1754 | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
| |||||||||||||
|
ცნობილია 45-მდე სახეობა. გავრცელებული არიან სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ყველა ტროპიკულ ქვეყანაში სანელებელი, სამკურნალო (ანტისეფტიკური მოქმედება) და საღებავი მცენარეების სახით ამუშავებენ სახლის (C. longa, C. domestica), ხოროსნისებრ (C. zedoaria), იავურ (C. xanthorriza), სანელებელ (C. aromatica) და სხვა სახეობის ქურქუმებს. ფესვისაგან მიიღება სანელებლის ფხვნილი (ასევე უწოდებენ ქურქუმას), რომელიც შეიცავს ყვითელ საკვებ საღებავს (ქურქუმინი). ეს ფხვნილი შედის სუნელების ნარევების შემადგენლობაში, განსაკუთრებით კარიში. ქურქუმინი გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმის, კარაქის, ყველისა და სხვათა შესაღებად. ვიწროფოთოლა ქურქუმა (C. angustifolia) მოშენებულია როგორც ძვირფასი სახამებელმატარებელი მცენარე, ლეგა ქურქუმა (C. caesia) — როგორც ნედლეული პარფიუმერიისათვის.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.