Xerox
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
Xerox Corporation — ამერიკული კორპორაცია, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ასლგადამღები აპარატურის მწარმოებელი, რომელიც ემსახურება 160-ზე მეტ ქვეყანას მსოფლიოში.[2] კომპანია დაარსდა 1906 წელს ქალაქ როჩესტერში, სახელწოდებით Haloid. თავდაპირველად კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ფოტოქაღალდის წარმოება. 1938 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ნიუ-იორკში, ჩესტერ კარლსონის მიერ იქნა მიღებული პირველი ქსეროგრაფიული გამოსახულება, თუმცა თავდაპირველად ახალმა გამოგონებამ ვერავითარი პრაქტიკული გამოყენება ვერ ჰპოვა. 1944 წელს გამომგონებელს დაუკავშირდნენ ამერიკული კომპანია Battelle Memorial Institute-ს წარმომადგენელები და შესთავაზეს თანამშრომლობა. ახალ სავაჭრო ნიშნად შერჩეულ იქნა სიტყვა „ქსეროქსი“ (ბერძნული სიტყვა „ქსეროს“ — მშრალი, იგულისხმებოდა საღებავი, რომელიც მშრალი ფხვნილის სახით გამოიყენებოდა ქსეროგრაფიის პროცესში). 1950 წელს გაყიდვაში გამოჩნდა ქსეროგრაფიული ასლგადამღები აპარატის პირველი სერიული მოდელი, რომელმაც მიიღო სახელწოდება Model A. ნახევარი საუკუნის მანძილზე კომპანია ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს მსოფლიო ბაზარზე. 2017 წლის მონაცემებით, კორპორაციის წლიურმა ბრუნვამ 10 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.[1]
ტიპი | საზოგადო |
---|---|
დარგი | საინფორმაციო ტექნოლოგია |
დაფუძნდა | 18 აპრილი, 1906 |
დამაარსებელი |
ჯოსეფ უილსონი ჩესტერ კარლსონი |
სათავო ოფისი | ნორუოლკი, კონექტიკუტი, აშშ |
პროდუქცია | პრინტერები, სკანერები |
შემოსავალი | 10.265 მილიარდი აშშ დოლარი (2017)[1] |
მთლიანი შემოსავალი | 570 მილიონი აშშ დოლარი (2017)[1] |
სუფთა მოგება | 195 მილიონი აშშ დოლარი (2017)[1] |
თანამშრომელი | 35,300 (2017)[1] |
საიტი | xerox.com |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.