From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი — მრავალპროფილიანი უმაღლესი სასწავლებელი თბილისში. მისი დამფუძნებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი |
Nosce Te Ipsum (ლათ.) (შეიცან თავი შენი) |
დაფუძნდა | 2008, 12 ოქტომბერი |
ატარებს სახელს | ანდრია მოციქული |
ტიპი | კერძო |
რექტორი | ირაკლი ბრაჭული |
კანცლერი | თამაზ ვაჩაძე |
მისამართი | ილია ჭავჭავაძის გამზირი 53ა, თბილისი 0163, საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი |
+995 32 225 00 77 +995 32 225 82 43 |
კამპუსი | 2 |
ფერები | |
მეტსახელი | Sangu |
sangu.edu.ge |
ქართული უნივერსიტეტი, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დაარქივებული 2015-09-21 საიტზე Wayback Machine. , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ღვაწლითmდა ლოცვა-კურთხევით, 2008 წლის 12 ოქტომბერს დაფუძნდა.
ქართული უნივერსიტეტის უმთავრესი ამოცანაა, ფუნდამენტური განათლების მიცემის გარდა, სულიერების, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნება, მეცნიერებისა და განათლების რწმენისგან განუყოფლობის იდეის დამკვიდრება, ქართული სააზროვნო სისტემის ერთგულება და უწყვეტი შემოქმედებითი პროცესი. უნივერსიტეტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამის განხორციელება და სამეცნიერო კვლევების წარმართვა.უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია უნივერსიტეტზე გაცემულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №1187 ბრძანების საფუძველზე. 2013 წელს უნივერსიტეტმა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიპოვა ავტორიზაცია. უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია.
უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესი ეფუძნება ძლიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ და ტექნიკურ რესურსს. უნივერსიტეტის ძირითადი კორპუსი მდებარეობს თბილისში, ბაგებში, მაღალი არქიტექტურული სტანდარტებით შესრულებულ ახალ შენობაში. 2010 წელს აშენდა და ქართული უნივერსიტეტის ძირითად შენობას დაემატა ერთი ახალი სასწავლო კორპუსი.
უნივერსიტეტის მმართველი უმაღლესი პირია და სრული წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით სარგებლობს უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიაქრის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი.
უნივერსიტეტი შედგება ორი ფაკულტეტისგან, რომლებიც წარმოდგენილი არიან როგორც სკოლები, ყველა სკოლაში მიმდინარეობს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტრორო სწავლა-საქმიანობა. ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, ხოლო უნივერსიტეტში მისი ანუ დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომომადგენელია ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) (ერში – კონსტანტინე იაკობიშვილი).
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა 2010 წელს დაარსდა[1].
ფაკულტეტის დეკანები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის მდგომარეობით ფუნქციონირებს სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) საგანმანათლებლო პროგრამები:
ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 2018 წელს დაარსდა.[2] აღნიშნული სკოლა შეიქმნა მანამდე არსებული სამი სკოლის გაერთიანების საფუძველზე. ესენია: სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (დეკანი დიმიტრი ნადირაშვილი), ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა (დეკანი ივანე წიკლაური), ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა (დეკანი ვახტანგ სართანია).
ფაკულტეტის დეკანები:
ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის მდგომარეობით ფუნქციონირებს სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) საგანმანათლებლო პროგრამები:
საბაკალავრო პროგრამები:
სამაგისტრო პროგრამები:
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ წამყვან სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც საკუთარი საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებით უზრუნველყოფს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ამოცანას შეადგენს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საინფორმაციო და ბიბლიოგრაფიული მოთხოვნების დაკმაყოფილება, საბიბლიოთეკო ფონდების შევსება უნივერსიტეტისათვის მაპროფილებელი სახელმძღვანელოებითა და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურით.
სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 2009 წლის 1 სექტემბერს. ბიბლიოთეკას აქვს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი წიგნთსაცავი და სამკითხველო დარბაზი. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს რამდენიმე ათასამდე საბიბლიოთეკო ერთეულს, რომელიც სისტემატურად მდიდრდება უნივერსიტეტის მიერ შეძენილი ახალი წიგნებით. ბიბლიოთეკის ფონდი, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული, შეესაბამება სილაბუსებში მითითებულ ლიტერატურას. ლიტერატურის ძირითადი ნაწილი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა.
წიგნადი ფონდი მოიცავს: უნივერსიტეტის მიერ შეძენილ წიგნებს (თეოლოგიური და სამეცნიერო ლიტერატურა. აღსანიშნავია: „მართლმადიდებლობის ენციკლოპედიის“ ოცდაორტომეული, ბოლოტოვისა და ტილბერგის „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“(ტომებში); ხატწერის საილუსტრაციო ალბომები, ასევე საპატრიარქოს მიერ ნაჩუქარი ნიუ-იორკის Nova Sciense publishers-ის სამეცნიერო პუბლიკაციების სერიული გამოცემები სოციოლოგიასა და ეკონომიკაში, მედიცინის, ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში) კერძო პირთა მიერ ნაჩუქარ წიგნებს (ანდრია აფაქიძის, ჰ.მელაძის, ნ.ალექსიძის, თ. ჯალაღონიას,ა. ხელაშვილის, როინ მეტრეველის, ვალერი სილოგავას, ვახტანგ გურულის, გიორგი ალიბეგაშვილის, ენების ცენტრიდან ოთარ მათეშვილისა და სხვათა კოლექციები).
სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი: თამარ კანტროშვილი [3]
უნივერსიტეტში მოქმედებს შემდეგი ცენტრები და ინსტიტუტები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.