ვახტანგ გოილაძე (დ. 11 მარტი, 1938, ყვიბისი, ბორჯომის რაიონი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
დაიბადა 1938 წელს ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი.
1966-1976 წლებში იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სპეციალური სამეცნიერო რედაქტორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა – „ქართლის სამეფო III ს. 50-იანი წლების დასასრულამდე (ურთიერთობა სასანიანთა ირანთან და რომ-ბიზანტიასთან)“, დაიცვა 1998 წელს.
შრომები
- ვახტანგ გორგასალი, თბილისი, 2009
- აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო, თბილისი, თსუ, 1997
- ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბილისი, 1991, ISBN 5-529-00958-1
- ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბილისი, 1990
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.