იოსებ ფლავიუსი (ბერძ. Φλάβιος Ἰώσηπος, ებრ. יוסף בן מתתיהו; დ. დაახლ. 37, იერუსალიმი — გ. დაახლ. 100, რომი) — ცნობილი ებრაელი ისტორიკოსი. წარმოშობით მაღალი სამღვდელოების წრიდან. აქტიურად მოღვაწეობდა იუდეის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იუდეველთა ომში (66-73 წწ.) რომის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც მხედართმთავარი, შემდეგ რომაელთა მხარეზე გადავიდა და მმართველი დინასტიის – ფლავიუსების – პატივსაცემად ფლავიუსი დაირქვა. იერუსალიმის გარემოცვისა და დანგრევის დროს, როგორც თარჯიმანი, რომაელთა ბანაკში იყო. შემდეგ რომში დასახლდა და რომის მოქალაქეობა მიიღო. აქვე დაწერა ისტორიული თხზულებები: „იუდეველთა ომი“, „იუდეის სიძველენი“, „იუდეის ხალხის ძველი წარმოშობის შესახებ. აპიონის წინააღმდეგ“ — პოლემიკა I საუკუნის ეგვიპტელ მწერალ აპიონთან ან „ცხოვრება“. იოსებ ფლავიუსის თხზულებები ძვირფასი წყაროა ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის ხალხების ისტორიის შესასწავლად. მათი ავტორი გვევლინება პრორომაული ორიენტაციის მიმდევრად და იუდეველთა აპოლოგეტად.
იოსებ ფლავიუსი | |
---|---|
ძვ. ბერძნ. Ἰώσηπος Φλάβιος | |
დაბ. თარიღი | 37[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | იერუსალიმი, იუდეა[4] [3] |
გარდ. თარიღი | 100[5] |
გარდ. ადგილი | რომი[3] |
მოქალაქეობა | ძველი რომი |
ეროვნება | Hebrews[6] |
საქმიანობა | მწერალი[7] [8] [9] [6] [10] და ისტორიკოსი[11] [6] [12] |
მამა | მატათა |
შვილ(ებ)ი | ფლავიუს ჰირკანუსი, ფლავიუს სიმონიდეს აგრიპა და ფლავიუს იუსტუსი |
იოსებ ფლავიუსი (ფლავიოსი) იუდეველთა სასულიერო წრეს ეკუთვნოდა; იყო ფარისეველი და, მაშასადამე, მამაპაპეული ადათ-წესების ერთგული; პოლიტიკურ სარბიელზეც აქტიურად იღვწოდა, თუმცა ამ სივრცეში რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე გზაზე იდგა. იგი, ძე მატათიასი, 37 წელს იერუსალიმში დაიბადა. მიიღო ბრწყინვალე სასულიერო და საერო განათლება; დაეუფლა როგორც ბიბლიასა და ბიბლიურ, უფრო სწორედ, - ძველი აღთქმის იუდეურ ტრადიციას, ისე ბერძნულ-რომაულ კულტურას: ანტიკური ცივილიზაციის მიღწევებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
იოსები ებრაელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ადრიდანვე ჩაება და 66-73 წლების ანტირომაული აჯანყების ინიციატორთა და ორგანიზატორთა გვერდით დადგა; იგი გალილეის ფრონტის მხედართმთავრად დაინიშნა, მაგრამ მოულოდნელად, აჯანყების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ 67 რომაელების მხარეზე გადავიდა და, იმპერიის მმართველი დინასტიის — ფლავიუსების — პატივისცემისა თუ მათი გულის მოგების მიზნით, ფლავიუსი დაირქვა.
ტიტესა და ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის აღებისა და ისრაელის მთავარი სიწმინდის — იერუსალიმის ტაძრის დაქცევის დროს 70 ის იმპერიის მთავარსარდლის ბანაკში თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი რომში გადასახლდა, იქაური მოქალაქეობა მიიღო და ფლავიუსთა ისტორიოგრაფად დაინიშნა. გარდაიცვალა 95 წლის ასაკში.
მართალია, იოსებ ფლავიუსი თანამემამულე ებრაელებმა მოღალატედ გამოაცხადეს და, ერთი შეხედვით, ასეთადაც გამოიყურება, მაგრამ მთელი მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც „მოღალატეობის“ პერიოდში შეიქმნა, განმსჭვალულია თანამემამულეთა სიყვარულითა და მათი ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და რელიგიის აპოლოგიით.
ცნობილი ნაშრომები
- „იუდეველთა ომი“, რომელიც 75-79 წლებში დაიწერა. არსებობს ცნობა, რომ ეს თხზულება ავტორმა არაბულ ენაზე დაწერა და ბერძნულად შემდეგ თარგმნეს. გადმოცემულია ამბები 177-იდან 73 წლამდე;
- „იუდეველთა სიძველენი“;
- „ავტობიოგრაფია“, ანუ იგივე „თვითაპოლოგია“.
- „აპიონის წინააღმდეგ“ ანუ პოლემიკა ეგვიპტელ მწერალთან - აპიონთან - ებრაელი ხალხისა და მათი რელიგიის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების გასაქარწლებლად.
სქოლიო
ლიტერატურა
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.