უქიმერიონის ციხე
ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
უქიმერიონი — ისტორიული ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ეგრისის სამეფოს მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა. წყაროებში პირველად VI საუკუნეში იხსენიება. არის მოსაზრება, რომ მდებარეობდა ცხენისწყლის ხეობის გასწვრივ მაგისტრალზე, რომელიც მუხურისს ლეჩხუმსა და სვანეთთან აკავშირებდა (ვარაუდობენ, რომ მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილი ციხესიმაგრის ნანგრევები უქიმერიონისაა). სხვა მოსაზრებით, უქიმერიონი ქუთაისში გორაზე დღემდე შემორჩენილი ძველი ციხესიმაგრეა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა უქიმერიონმა VI საუკუნეში ირან-ბიზანტიის ომის დროს; ბიზანტიის ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, უქიმერიონისა და ქუთაისის ციხეების მფლობელი მტკიცე კონტროლს უწევდა ეგრისის აღმოსავლეთ ნაწილს, ლეჩხუმსა და სვანეთს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.