Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრაზილიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის დამახასიათებელია მკვეთრი რეგიონული განსხვავებები. ბრაზილიის სწრაფად მზარდი ეკონომიკა, განსაკუთრებით კი სწრაფად მზარდი ექსპორტი მოითხოვს სატრანსპორტო ქსელის გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ამ სფეროში არაერთი ინვესტიცია იდება.
ბრაზილიას აქვს ტრამვაის ასი სისტემა. ამჟამად ტრამვაი მოქმედებს შემდეგ ქალაქებში: ბელემი, კამპინასი, კამპოს-დე-ჟორდაუ, იტატინგა, რიო-დე-ჟანეირო და სანტუსი.
ბრაზილის გზების საერთო სიგრძეა 1,751,868 კილომეტრი. ამათგან, 96,353 კმ დაგებული გზაა, 1,655,515 კი საფარის გარეშე. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგისტრალია BR-101, რომელიც ბრაზილიის 12 შტატს კვეთს.
ბრაზილიას საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს მანქანების მფლობელობის მიხედვით, 140 მანქანა ყოველ 1000 კაცზე, მაგრამ ამ მაჩვენებლით უსწრებს ინდოეთს და ჩინეთს.
50,000 კმ სანაოსნო გზა (2008 წ).
საერთაშორისო ფრენების ძირითადი ნაწილი მოდის სან-პაულუს გუარილიოსის საერთაშორისო აეროპორტსა და რიო-დე-ჟანეიროს გალეანის საერთაშორისო აეროპორტებზე. ამ ორი ქალაქის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი აეროპორტი მდებარეობს ბელუ-ორიზონტში. მცირე ზომის აეროპორტები არსებობს ბრაზილიაში, რესიფეში, ნატალსა და ფორტალეზაში, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ჩაერთონ საერთაშორისო ფრენებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.