From Wikipedia, the free encyclopedia
იულია ტიმოშენკო (უკრ. Юлія Володимирівна Тимошенко, ნამდვ. გრიგიანი, დ. 27 ნოემბერი, 1960, დნეპროპეტროვსკი, უსსრ) — უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, პარტიის „ბატკივშინა“ და ბლოკ იულიი ტიმოშენკოს ლიდერი. იგი არის 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი.
იულია ტიმოშენკო Юлія Володимирівна Тимошенко | |
უკრაინის მე-13 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 დეკემბერი, 2007 – 4 მარტი, 2010 | |
პრეზიდენტი | ვიქტორ იუშენკო |
წინამორბედი | ვიქტორ იანუკოვიჩი |
მემკვიდრე | ალექსანდრე ტურჩინოვი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 იანვარი, 2005 – 8 სექტემბერი, 2005 | |
პრეზიდენტი | ვიქტორ იუშენკო |
წინამორბედი | ნიკოლოზ აზაროვი |
მემკვიდრე | იური ეხანუროვი |
დაბადებული | 27 ნოემბერი, 1960 დნეპროპეტროვსკი, სსრკ |
მოქალაქეობა | უკრაინა |
პოლიტიკური პარტია | Блок Юлïи |
მეუღლე | ალექსანდრე ტიმოშენკო |
პროფესია | ეკონომისტი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
2005 წლის 4 თებერვალს უკრაინის უზენაესმა რადამ ხმათა უმრავლესობით იულია ტიმოშენკო ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა, თუმცა 2005 წლის 8 სექტემბერს პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ მისი კაბინეტი გადააყენა.
2007 წლის 18 დეკემბერს უზენაესმა რადამ ხმათა უმრავლესობით იულია ტიმოშენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
2018 წლის 20 ივნისს ტიმოშენკომ განაცხადა რომ მონაწილეობას მიიღებდა 2019 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი მოისაზრებოდა ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. 16 მარტს სერგეი ტარუტამ განაცხადა რომ ხსნიდა საკუთარ კანდიდატურას და მხარს უჭერდა ტიმოშენკოს, მაგრამ კანდიდატურის მოხსნის ბოლო თარიღი 7 მარტი იყო შესაბამისად ტარუტა წარდგენილი იყო საარჩევნო ბიულეტინზე.[1][2] 2019 წლის 31 მარტს არჩევნების პირველ ტურში ტიმოშენკომ 13,4% მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა ვლადიმერ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შემდეგ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.