ტეხასი (ინგლ. Texas, Tx) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი დაერქვა ინდიელთა ტომის მიხედვით. ჰიუსტონი სიდიდით პირველი ქალაქია ტეხასში და სიდიდით მეოთხე აშშ-ში. დალასის მეტროპოლიტი სიდიდით პირველია ტეხასში ხოლო მეოთხე აშშ-ში. ფართობის 10%-ზე ნაკლები უდაბნოა. შტატის ეკონომიკური წარმატებები დაიწყო XX საუკუნიდან, როდესაც ნავთობის მარაგი იქნა აღმოჩენილი, რამაც გამოიწვია ეკონომიკური განვითარება შტატში. უამრავმა უნივერსიტეტის გახსნამ ტეხასი ჩამოაყალიბა როგორც მრავალმხრივი ეკონომიკისა და მაღალი ტექნოლოგიური ინდუსტრიის შტატი.

სწრაფი ფაქტები ტეხასი, მეტსახელი: ...
ტეხასი
Thumb Thumb
ტეხასის დროშა ტეხასის გერბი
მეტსახელი: The Lone Star State
დევიზი: Friendship
Thumb
დედაქალაქი ოსტინი
ოფიციალური ენა
გუბერნატორი გრეგ ებოტი
საკანონმდებლო ორგანო ტეხასის საკანონმდებლო ორგანო
ფართობი 696 241 კმ²
მოსახლეობა 29 145 505[1] კაცი
უმაღლესი წერტილი გვადალუპეს პიკი
უდაბლესი წერტილი მექსიკის ყურე
შტატი გახდა 29 დეკემბერი, 1845
სასაათო სარტყელი UTC−6, ცენტრალური სარტყლის დრო და ამერიკა/ჩიკაგო
საფოსტო აბრევიატურა TX, 🏴󠁵󠁳󠁴󠁸󠁿[2] და Tex.
მოსაზღვრე რეგიონები ტამაულიპასის შტატი, ჩიუაუა, ნიუ-მექსიკო, ოკლაჰომა, არკანზასი, ლუიზიანა, კოაუილა და ნუევო-ლეონი
ადმინისტრაციული დაყოფა
სია
საიტი texas.gov
დახურვა

ტეხასის ერთიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 1,224 ტრილიონ დოლარს და მეორეა კალიფორნიის შემდეგ. ერთიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე კი 36,484 აშშ დოლარი. 2010 წლის მონაცემებით ტეხასში თავს იყრის ფორჩუნ 500-ის 57 კომპანია. ცნობილი კომპანიები ტეხასში: Halliburton, Texas Instrumentals, ExxonMobile.

ტეხასში მდებარე დალას-ფორტ ვორზის აეროპორტი საერთაშორისო გადაზიდვებით მეორეა აშშ-ში ხოლო მსოფლიოში კი მეოთხე.

ტეხასში თავს იყრის დაახლოებით 1000 ნავსადგური რომელიც გადაჭიმულია 1600 კილომეტრზე ტეხასის სანაპიროებზე, პორტებს დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 1 მილიონი ტეხასელი.

ისტორია

  • 1682 – ესპანელთა დასახლება.
  • 1821-1836მექსიკის ნაწილი.
  • 1836-1845 – დამოუკიდებელი რესპუბლიკა (ერთადერთი შტატია, რომელიც დამოუკიდებელი იყო).
  • 1836 – ომი მექსიკასთან.
  • 1845 – ანექსირებულ იქნა აშშ-ს მიერ.
  • 1861-1870 – კონფედერაციის წევრი.

ძირითადი მონაცემები

უდიდესი ქალაქები

ტეხასის უდიდესი ქალაქებია: ოსტინი (დედაქალაქი), 541 ათასი, ჰიუსტონი, (დედაქალაქი 1837-39 და 1842-45 წლებში, 1.744 ათასი, დალასი, 1.053 ათასი, სან-ანტონიო, 1.068 ათასი, ელ-პასო, 600 ათასი.

ენები

მეტი ინფორმაცია ენა, მოსაუბრე პროცენტულად (2010 წლის მიხედვით) ...
10 უდიდესი ენა ტეხასში, ინგლისურის გარდა
ენამოსაუბრე პროცენტულად
(2010 წლის მიხედვით)
ესპანური29.21%
ვიეტნამური0.75%
ჩინური0.56%
გერმანული0.33%
ტაგალური0.29%
ფრანგული0.25%
კორეული და ურდუ0.24%
ჰინდი0.23%
არაბული0.21%
ნოგერო-კონგოლეზიური ენები0.15%
დახურვა

ძირითადი რელიგიური კონფესიები

Thumb
ლაიკვუდ-ჩიორჩი ამერიკის უდიდესი ეკლესია
მეტი ინფორმაცია რელიგია ...
რელიგია[3]
რომაული კათოლიციზმი 28%
ბაპტიზმი 21%
არარელიგიური 11%
მეთოდიზმი 8%
ქრისტიანი-სხვა 7%
ლუთერანობა 3%
ორმოცდაათიანელობა 3%
პრესვიტერიანობა 2%
არა-კონფესიონალური 2%
მორმონები 2%
ეპისკოპალური ეკლესია 1%
მუსლიმანი 1%
იეჰოვას მოწმეები 1%
ღვთის კრება 1%
ღმერთის ეკლესია 1%
სხვა 2%
დახურვა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.