From Wikipedia, the free encyclopedia
ტეტრაგრაფი (ბერძ. τετρα-, tetra-, „ოთხი“ და ბერძ. γράφω, gráphō, „ვწერ“) — ერთი ხმის (ფონემის) ან ხმების შეერთების წარმოსადგენისათვის გამოიყენებული ოთხი ასოს თანმიმდევრობა, რომლებიც აუცილებელი არ არის შეესაბამებოდნენ ცალკეული ასოების მნიშვნელობას. მაგალითად, გერმანულ ენაში ტეტრაგრაფი tsch წარმოადგენს ყრუ პალატოალვეოლარული აფრიკატის — /t͡ʃ/ ხმას. ინგლისურ ენაში ტეტრაგრაფები არ არსებობენ (თუმცა, არსებობს თანმიმდევრობა -ough სიტყვაში through), მაგრამ შენაერთი chth ტეტრაგრაფია ბერძნული წარმოშობის სიტყვებში, როგორიცაა chthonian.
რამდენიმე სიმბოლოებით დაწერილი ფონემები ხშირად იმაზე მეტყველებენ, რომ ან ფონემა, ან დამწერლობა უცხოა ენისათვის. მაგალითად, კირილიცური დამწერლობა ადაპტირებულია კავკასიის ხალხთა ენებისათვის, რომლებიც ფონოლოგიურად საკმაოდ განსხვავდება რუსულისაგან, სადაც ფართედ გამოიყენება დიგრაფები, ტრიგრაფები და ტეტრაგრაფი кхъу-ც კი ხმისთვის /qʷ/ ყაბარდოულ ენაში. ჰმონგის ენისათვის შექმნილი რომანიზირებული პოპულარული დამწერლობა მოიცავს სამ ტეტრაგრაფს: nplh, ntsh და ntxh, რომლებიც წარმოადგენენ რთულ თანხმოვნებს.
კირილიცაში, რომელიც გამოიყენება კავკასიის ხალხთა ენებისათვის არსებობენ ტეტრაგრაფები, როგორც ორმაგი დიგრაფები, რომლებიც გამოიყენება „ძლიერი“ თანხმოვნებისთვის (როგორც წესი, ტრანსკრიპცირებული საერთაშორისო ფონეტიკურ ანბანში, როგორც კირილიცაში გემინალური), ასევე ტრიგრაფების ლაბიალიზებული ჰომოლოგები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.