ტარანი

From Wikipedia, the free encyclopedia

ტარანი

ტარანი (ლათ. Rutilus rutilus heckel) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. აქვს მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული, მსხვილი ქერცლით დაფარული სხეული. პირი თითქმის თავის ბოლოზეა მოთავსებული, ხახის კბილები (6—5, იშვიათად 6-6, 5-5) ერთ მწკრივადაა განლაგებული. ტარანის სიგრძე 50 სმ, მასა — 1 კგ აღემატება. გავრცელებულიია აზოვისა და შავი ზღვების გამტკნარებულ სანაპირო ზოლში. შედის მდინარის ქვემო დინებაში, იქ მრავლდება მარტიდან ივნისამდე, ყრის 6—200 ათასამდე ქვირითს. იკვებება ძირითადად კიბოსნაირებით და ლოკოკინებით. სარეწაო თევზია.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტარანი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები ტარანი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ტარანი
(Rutilus heckelii)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  ტარანი
ლათინური სახელი
Rutilus rutilus heckel
დაცვის სტატუსი
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135550
დახურვა

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.