From Wikipedia, the free encyclopedia
ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი (ინგლ. SuperNova Remnant, SNR) — გაზისა და მტვრის წარმონაქმნი, ვარსკვლავის კატასტროფული აფეთქებისა და მისი ზეახალ ვარსკვლავად გადაქცევის შედეგი. აფეთქების დროს ზეახალი ვარსკვლავის ქერქი ყველა მიმართულებით იფანტება, წარმოქმნის რა უზარმაზარი სიჩქარით მზარდ დამრტყმელ ტალღას, რაც ქმნის კიდეც "ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენს".
არსებობს ზეახალი ვარსკვლავის წარმოქმნის ორი გზა:
ორივე შემთხვევაში ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება გარშემო სივრცეში გამოტყორცნის მთელ ან თითქმის მთელ ვარსკვლავური ნივთიერებას სინათლის სიჩქარის დაახ. 10% სიჩქარით, რაც დაახლოებით 30 000 კმ/წამშია. გამოფრქვეული ნივთიერების შეხება ვარსკვლავთშორის გაზებთან წარმოქმნის დარტყმით ტალღას, რომელიც გაზს აალებულ პლაზმად აქცევს, ახურებს რა მას 10 მილიონ კელვინამდე.
შესაძლოა ყველაზე ლამაზი და კარგად გამოკვლეული ახალგაზრდა ნარჩენი იყო 1987 წელს წარმოქმნილი ზეახალი ვარსკვლავი SN 1987A-სგან მაგელანის დიდ ნისლეულში. სხვა კარგად ცნობილი ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენები იყო კიბორჩხალსახის ნისლეული, წარმოქმნილი შედარებით ბოლოდროინდელი აფეთქებით (1054 წელს); ასევე ზეახალი ვარსკვლავი ტიხოს ნარჩენი (SN 1572), სახელი ტიხო ბრაჰესგან დაერქვა, რომელიც აკვირდებოდა და დააფიქსირა მისი პირველდაწყებითი სიკაშკაშე აფეთქებიდან მცირე ხანში 1572 წელს; და ზეახალი კეპლერის ნარჩენი (SN 1604) - იოჰან კეპლერის სახელზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.