სუდანის პირველი სამოქალაქო ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სუდანის პირველი სამოქალაქო ომი (ინგლ. First Sudanese Civil War) — სამოქალაქო ომი სუდანში ქრისტიანულ სამხრეთსა და მუსულმანურ ჩრდილოეთს შორის. 1953 წელს დიდმა ბრიტანეთმა და ეგვიპტემ დადეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სუდანის თვითგამორკვევის უფლებას. დამოუკიდებლობისაკენ გარდამავალი პერიოდი დაიწყო 1954 წელს პარლამენტის გახსნით. ბრიტანეთ-ეგვიპტის შეთანხმების თანახმად სუდანმა დამოუკიდებლობა მიიღო 1956 წლის 1 იანვარს დროებითი კონსტიტუციით. აშშ იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა ახალი ქვეყნის დამოუკიდებლობა[2].
სუდანის პირველი სამოქალაქო ომი | |||||
---|---|---|---|---|---|
თარიღი | 18 აგვისტო, 1955 - 27 მარტი, 1972 | ||||
მდებარეობა | სამხრეთი სუდანი | ||||
შედეგი | ადის-აბების შეთანხმება; სამხრეთ სუდანს ავტონომია მიენიჭა | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
|
მაგრამ ყველა სამთავრობო დაწესებულება გარდამავალ პერიოდში განთავსდა ჩრდილოეთ სუდანის ტერიტორიაზე. ბრიტანელებმა ვერ შეძლეს ხელისუფლების თანაბარი განაწილება ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის, რაც გახდა მომავალი კონფლიქტის წინაპირობა. ხარტუმში არაბებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ქვეყნის ფედერალური მმართველობის სისტემა, რამაც გამოიწვია სამხრეთის ქრისტიანული მოსახლეობის შეიარაღებული აჯანყება. სამხრეთელებმა თავი მოტყუებულად იგრძნეს და დაიწყეს თავდასხმა სამთავრობო ჯარებზე, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ომი, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთი ნაწილის დამოუკიდებლობას. ეს ომი 1955-1972 წლებში, 17 წელი მიმდინარეობდა[2].
ამ 17 წლის განმავლობაში სამხრეთ სუდანის ლიდერები აგიტაციას ატარებდნენ მოსახლეობაში ავტონომიის ან დამოუკიდებლობის შესახებ. სამოქალაქო ომი დასრულდა 1972 წელს ადის-აბების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. სუდანის სამხრეთმა ნაწილმა მიიღო ფართო რეგიონალური ავტონომია. სამხრეთელები მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები იყვნენ, რამაც 10 წლის შემდეგ ახალი სამოქალაქო ომი გამოიწვია[2].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.