სსრკ-ფინეთის ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
სსრკ-ფინეთის 1939-1940 წლების ომი, იგივე ზამთრის ომი[11] (ფინ. talvisota) — შეიარაღებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის 1939 წლის 30 ნოემბერიდან 1940 წლის 13 მარტამდე. ზოგიერთი საზღვარგარეთელი ისტორიკოსის მიხედვით[12], საბჭოთა კავშირის შემტევი ოპერაცია ფინეთზე მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში. საბჭოთა და რუსულ ისტორიოგრაფიაში ეს ომი განიხილება როგორც ლოკალური ორმხრივი კონფლიქტი, რომელიც არ წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემადგენელ ნაწილს.
სსრკ-ფინეთის ომი | |||
---|---|---|---|
![]() სსრკ-ფინეთის ომი | |||
თარიღი | 30 ნოემბერი 1939 – 13 მარტი 1940 | ||
შედეგი | მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
სამხრეთი ფინეთი | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
სსრკ-ფინეთის ომი ვიკისაწყობში |

ამ ომში ფინეთს ფარულად სამხედრო დახმარებას უწევდა შვედეთი, ისე რომ მის მიერვე გამოცხადებული საერთაშორისო ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. ფინეთს საომარ მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა. სამხედრო აგრესიის შედეგედ, სსრკ გაირიცხა ერთა ლიგიდან.
ომი დასრულდა 1940 წლის მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც:
- საბჭოთა კავშირს გადაეცა კარელიის ყელი ქალაქებით ვიბორგი და სორტავალა და რიგი კუნძულები ფინეთის ყურეში, ფინური ტერიტორიის ნაწილი ქალაქ კუოლაიავარით, ნახევარკუნძული კალასტაიანსაარენტო. ხელშეკრულების შედეგად ლადოგის ტბა მთლიანად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა.
- სსრკ-ს არენდით გადაეცა ჰანკოს ნახევარკუნძულის ნაწილი 30 წლითც სამხედრო საზღვაო ბაზის შესაქმნელად.
დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ფინეთმა 1941 წელს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, სსრკ-თან საომარი მოქმედებები განაახლა.
წინარეისტორია
ურთიერთობა ქვეყნებს შორის საბჭოთა-ფინეთის 1918-1922 წლების ომის შემდეგ დაძაბული იყო. ფინელები საბჭოთა აგრესიას უფრთხოდნენ, ხოლო საბჭოთა კავშირი შიშობდა, რომ ფინეთი საშუალებას მისცემდა რომელიმე ევროპულ ქვეყანას (უმთავრესად დიდ ბრიტანეთს და გერმანიას) გამოეყენებინა ფინეთის ტერიტორია ინტერვენციისთვის. ამ მოსაზრებას ამყარებდა ის ფაქტიც, რომ საბჭოთა-ფინური საზღვარი სულ რაღაც 32 კილომეტრში გადიოდა საბჭოთა მრეწველობის უმსხვილეს, ხოლო მოსახლეობის მიხედვით მეორე ქალაქ ლენინგრდთან.
ისტორია
1939 წლის 30 ნოემბერს წითელმა არმიამ მარშალ კირილ მერეცკოვის მეთაურობით გადალახა ფინეთის საზღვარი 950 კმ-ის სიგანეზე. 1500 ტანკითა და 3000 თვითმფრინავით შეარაღებული წითელი არმია სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ფინელებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და დიდი ზიანი მიაყენეს. წითელმა არმიამ 200 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, მაშინ როცა ფინეთის დანაკარგი 25 000-ს არ აღემატებოდა.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.